ჯიბრანის „წინასწარმეტყველის“ ინტერპრეტაცია ქართულ თარგმანებსა და ჰოლივუდის ანიმაციაში

ავტორები

  • ნინო დოლიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ჯიბრანის „წინასწარმეტყველის“ ინტერპრეტაცია ქართულ თარგმანებსა და ჰოლივუდის ანიმაციაში

ანოტაცია

1923 წელს ნიუ იორკში ინგლისურ ენაზე გამოიცა ლიბანელი მწერლისა და მხატვრის ჯიბრან ხალილ ჯიბრანის (1883-1931) „წინასწარმეტყველი“. გამოცემის წელსვე ის თოთხმეტ ენაზე ითარგმნა. გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობა იმხანად მეტად პოპულარული ელიოტისა და აშშ-ში განსაკუთრებით საყვარელი უიტმენის გაყიდული წიგნების ოდენობას აჭარბებდა. ჩანს, ამ წიგნს აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს. 2023 წელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საგანგებოდ აღინიშნა მისი გამოქვეყნებიდან 100 წლისთავი. „წინასწარმეტყველი“ როგორც რეფლექსია სახარებისეულ თემებზე, აღმოსავლურ თუ დასავლურ ფილოსოფიურ ნააზრევზე, თავადაც ინტერპრეტაციაა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის თარგმანებსა თუ ეკრანიზაციის მცდელობაზე.

ჯიბრანის „წინასწარმეტყველი“ საინტერესო საკვლევია თარგმანის თეორიის კუთხით, რადგან ზოგ ენაზე მისი არა ორი ან სამი, არამედ შვიდი (მაგ. არაბულად), თორმეტი (მაგ. ფრანგულად) ვარიანტი არსებობს. განსხვავებულია მთარგმნელთა აღქმა, მიდგომა, მკითხველისთვის მისი მიწოდების ფორმა. ამ მხრივ, ეს თხზულება არაერთი ვარიაციის არსებობის საშუალებას იძლევა. როგორ არის ის გადმოტანილი  ქართულ თარგმანებში?! ქართულად სამი ვარიანტი გამოქვეყნდა. მთარგმნელებმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, განსხვავებული აქცენტებით წაიკითხეს და თარგმნეს ორიგინალი.

მ. გიგინეიშვილისთვის მთავარი ტექსტის რელიგიური შინაარსია, რის გამოც ის ამ კუთხით ყველაზე უკეთ იცავს ტერმინოლოგიურ სიზუსტეს მიუხედავად იმისა, რომ მისი თარგმანი (2006) დინამიური ეკვივალენტობის ტიპური ნიმუშია. დ. დ. გოგიბედაშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტის აზრობრივი სიღრმეა. ის კითხულობს ორიგინალს როგორც ფილოსოფიურ სიბრძნეს, რაც ქართულადაც მრავალმნიშვნელოვნად ჩახლართულად გადმოაქვს და მას საკუთარი აზრებითაც ამყარებს (2007). ჩემთვის უმთავრესი ტექსტის პოეტურობა და სიმსუბუქე აღმოჩნდა (2013). ჯიბრანის ხელწერის უკეთ გადმოსატანად სადა, მისაწვდომი და პოეტური ენის გამოყენების გარდა მნიშვნელოვნად მივიჩნიე პარადოქსულობის შენარჩუნება.

ჯიბრანის თხზულების არაორდინალურმა სტილმა და აზრობრივმა სიღრმემ უამრავი მკითხველი მოხიბლა განურჩევლად მრწამსისა და ეროვნებისა, მათ შორის ჰოლივუდში მოღვაწე მექსიკელი მსახიობი და პროდიუსერი სალმა ჰაიეკი, რომლის ინიციატივით მულტიფლიკაციური ფილმი – The Prophet გადაიღეს. სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე ის ათ ნომინაციაში იქნა წარდგენილი. 2014 წელს კანის ოფიციალურ პროგრამაში მოხვდა, ხოლო ტორონტოს ფესტივალზე პირველი პრიზი დაიმსახურა. ჰაიეკის მიზანი ტექსტის პოეტურობის ვიზუალიზაცია იყო, ავტორის გზავნილები კი იმიჯებისა და გამოსახულებების საშუალებით უნდა შემოსულიყო მაყურებლის ცნობიერებაში.

მე-20 ს-ის დასაწყისში ლიბანის მთიდან აშშ-ში იძულებით ემიგრირებულმა არაბმა შეძლო და როგორც ინტელექტუალმა თავი დაიმკვიდრა 20-იანი წლების ნიუ იორკში „წინასწარმეტყველის“ პირველი გამოცემიდან თითქმის ასი წლის შემდეგ ქართულ ენაზე მთარგმნელთაგან ერთისთვის ყველაზე ხელჩასაჭიდი რამ მისი რელიგიურობა აღმოჩნდა, მეორესთვის – ფილოსოფიურობა, ხოლო მესამესთვის – პოეტურობა, რამაც სამივე ნამუშევარს დაასვა თავისი დაღი. მულტფიპლიკაციური ფილმის გადაღების ინიციატორისთვის კი ამ წიგნის უმთავრეს ღირსებად სწორედ ის სულიერება და ჰუმანურობა იქცა, რაზეც სულ უფრო ნაკლებ ფილმებს იღებენ ჰოლივუდში და რასაც არც დრო აქვს, არც ეროვნება, არც სქესი და არც ტერიტორია.

გამოყენებული ლიტერატურა:

ალერსი რ. (2015):  Stitching Together an Animated Leap of Faith: An Interview With ‘The Prophet’ Director Roger Allers by Scott Thill:

https://www.cartoonbrew.com/award-season-focus/stitching-together-animated-leap-faith-interview-prophet-director-roger-allers-117616.html

ამერიკული ბიოგრაფიული ლექსიკონი (1943): The Dictionary of American Byography (1928-1936),  30 Volumes, Charles Scribner's Sons under the auspices of the American Council of Learned Societies, NY.

ამერიკელთა ბიოგრაფიული ცნობარი (2009): Multi-volume collection of biographical articles and portraits of Americans published since the 1890s

ახალი აღთქმა, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი, 2014.

გილმანი, კ. (2023) Gilman C., A Greater Beauty: The Drawings of Khalil Gibran – Exhibition in NY: https://www.kahlilgibran.com/latest/143-a-greater-beauty-the-drawings-of-kahlil-gibran-exhibition-new-york-opens.html

დოლიძე, ნ (2025), ლექციის ჯიბრან ხალილ ჯიბრანის „წინასწარმეტყველი“ ვიდეოჩანაწერი, 2025: https://www.youtube.com/watch?v=fe_PuUz6PH0&t=15s, 12:10

მამულაშვილი-ბოტკოველი, მ. (2015) ბიბლიური სიუჟეტების თარგმნითი ტრანსფორმაციები ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ნაწარმოებების ქართულ თარგმანებში, სადოქტორო ნაშრომი, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, თბილისი

ფსალმუნები წინასწარმეტყვლისა და მეფისა დავითისა, თბილისი, 2005.

ქუთელია, მ. (2009) არაბული რომანტიზმი, გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი.

შაჰიდი (2000): Shahid, I. (2000) Gibran and the American Literary Canon: The Problem of The Prophet In: Tradition, Modernity, and Postmodernity in Arabic Literature, 321-34. Edited by Kamel Abdel-Malek and Wael Hallaq. Leiden: Brill

„წინასწარმეტყველის“ ოფიციალური ტრეილერი (2014): Khalil Gibran’s The Prophet Official Trailer https://www.youtube.com/watch?v=h9dY5zkwK5M

წინასწარმეტყველი 100 (2023): The Prophet 100 – NY Webpage by Glenn Kalem

https://kahlilgibran.com/the-prophet/prophet-100

 

ჯიბრანი, ჯ.ხ. (2006) წინასწარმეტყველი (ნაწყვეტი), ინგლისურიდან თარგმნა ნ. დოლიძემ, მხატვრული თარგმანის მასტერკლასი, დიოგენე, თბილისი, 83-100

ჯიბრანი, ჯ.ხ. (2006) იესო ძე კაცისა, წინასწარმეტყველი, წინასწარმეტყევლის წალკოტი, სიმღერები, ინგლისურიდან თარგმნა მ. გიგინეიშვილმა, საქართველოს მაცნე, თბილისი

ჯიბრანი, ჯ.ხ. (2007) „წინასწარმეტყველი“, ინგლისურიდან თარგმნა დ. დ. გოგიბედაშვილმა, ინტელექტი, თბილისი

ჯიბრანი, ჯ.ხ. (2013) წინასწარმეტყველი, ინგლისურიდან თარგმნა ნ. დოლიძემ, აკადემიური წიგნი, თბილისი

ჯიბრანი, ჯ.ხ. (2023) წინასწარმეტყველი, ინგლისურიდან თარგმნა ნ. დოლიძემ, მეორე გამოცემა, აკადემიური წიგნი, თბილისი

ჯიბრანი, ჯ.ხ. (2014) მუსიკა, არაბულიდან თარგმნა ნ. დოლიძემ, ჟ. „ახალი საუნჯე“, #3, 37

ჯიბრანი, ჯ.ხ. (2018) რჩეული ნაწერები, „შლეგი“, „ქვიშა და ქაფი“ (თარგმნა ი. მახარაძემ), „წინამორბედი“, „წინასწარმეტყველი“ „მწირი“ (ინგლისურიდან თარგმნა ნ. დოლიძემ), აკადემიური წიგნი, თბილისი

ჯიბრანი (1972): Beloved Prophet - The Love Letters of Kahlil  Gibran to Mary Haskell and her Private Journal, Alfred A. Knopf, NY

ჯიბრანი (2006): Gibran, K. The Prophet, Alfred A. Knopf, NY

ჯიბრანი (1912): جبران خليل جبران، الأجنهة المتكثرة، مطبعة جريدة مرآة الغرب، نيو يوزك

ჯიბრანის ეროვნული საბჭო

Gibran National Committee: https://www.gibrankhalilgibran.org/

ჰაიეკი (2015) Salma Hayek: The Prophet is hardest thing I’ve ever done, TODAY

https://www.youtube.com/watch?v=oIQOdpZHT78

ჰაიეკი (2016): A Conversation with Salma Hayek on her new film, Kahlil Gibran's "The Prophet", MPAC National https://www.youtube.com/watch?v=V9Bav--M8LY

ჰაიეკი (2016): Salma Hayek on Khalil’ Gibran’s “The Prophet”, BUILD Series 

https://www.youtube.com/watch?v=9DVnOTxc1W4&t=346s

ჰაიეკი (2016): A Conversation with Salma Hayek in her new Film Kahlil Gibran’s “The Prophet”, MPAC National https://www.youtube.com/watch?v=V9Bav--M8LY

ჰაიეკი (2018): Salma Hayek Talks about her Lebanese Roots & Prophet

https://www.youtube.com/watch?v=-SZTGyAWjOQ

ჰაიეკი (2023): Salma Hayek Interview on Kahlil Gibran The Prophet Animation Movie

https://www.youtube.com/watch?v=zMWM3oIcAJc

ჰუსეინი, ი. (2024):  معنى الحياة بين راسل وجبران، قناة يوسف حسين:

https://www.youtube.com/watch?v=-SkmSwB9u2Q

 

text and interpretation N3

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-19

გამოცემა

სექცია

სტატიები