ტექსტი და ინტერპრეტაცია

2024-02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი 2026 წლის მაისში გამართავს რიგით მეოთხე კონფერენციას:

                         ტექსტი და ინტერპრეტაცია

კონფერენცია ეძღვნება პროფესორ ნიკო ყიასაშვილის ხსოვნას

კონფერენცია მიესალმება მოხსენებებს, რომელიც შეეხება:

  • ტექსტის ინტერპრეტაცია ლიტერატურათმცოდნეობაში
  • ტექსტის ინტერპრეტაცია სხვა მწერლების ნაწარმოებებში
  • ტექსტის ინტერპრეტაცია ხელოვნების სხვადასხვა დარგებში (თეატრი, კინემატოგრაფი, ბალეტი და სხვ.).
  • თარგმანი, როგორც ტექსტის ინტერპრეტაცია.

 

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა  2026 წლის 1 მაისი. თეზისების გაფორმების წესი, გთხოვთ იხილოთ დანართში.

საკონტაქტო ელ.  ფოსტა:  textandinterpretation@gmail.com
საკონტაქტო პირი:           მანანა გელაშვილი

კონფერენციის მოხსენებები გამოქვეყნდება რეცენზირებად ონლაინ ჟურნალში ,,ტექსტი და ინტერპრეტაცია.’’