ოცნების შიში ომგამოვლილ ბავშვებთან და მისი დაძლევის გზები

ავტორები

  • დავით ამირეჯიბი საქართველოს ფილოსოფიური პრაქსისის საზოგადოება. საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე. ავტორი

საკვანძო სიტყვები:

დევნილი ბავშვების არტ თერაპია, ჰოლისტური არტ თერაპია, ესთეტიკის როლი არტ თერაპიაში, დიფერენცირებული დიაგნოსტიკის პრინციპი, ლუშერის ტესტით დიფერენცირებული დიაგოსტიკა, ფსიქოსინთეზი არტ თერაპიაში.

ანოტაცია

ინტერპრეტაცია, როგორც ტექსტის გაგების ორგანული მხარე, თავად ტექსტის შემადგენელი ნაწილია და იმ პოზიტიური ცვლილებების მექანიზმი, რომლებიც ფსიქოთერაპიის საფუძველს წარმოადგენს.ჩვენი სესიების დროს ბავშვები ხატავენ და ამეტყველებენ თავიანთ ნახატებს, გარდაქმნიან გამოსახულებებს სიტყვებად და განმარტავენ ტექსტს ოთხი კომუნიკაციური პერსპექტივიდან. ტექსტის სიღრმისეული ინტერპრეტაციის ეს პროცესი თერაპიულ ცვლილებების მომტანია და არტ თერაპიას უდევს საფუძვლად.

ჩვენ ვმუშაობთ ომგამოვლილი ბავშვების ფსიქოსოციალური რეაბილიტიაციის მიმართულებით 1990 წლიდან, როდესაც მხატვარ მოსე თოიძის სახლ მუზეუმში დავაარსეთ  ხელოვენბის პირველი საკვირაო სკოლა და არტთერაპიის პროგრამა, ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ბავშვებისთვის.

1994 წლიდან დაგვემატნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვები. სწორედ ამ პერიოდში მოსე თოიძის სახლ-მუზეუმში ბავშვებთან ჩვენი შეხვედრების პარალარელურად, გავაფართოვეთ მუშაობის არეალი და დავიწეთ ჩვენი არტ სესიების მოწყობა უშუალოდ, იძულებით გადაადგილებულთა ოჯახების კომპაქტური განსახლების ცენტრებში, სასტუმროებში („აფხაზეთი“, „ივერია’, „ამირანი“, „მასპინძელი“, წყნეთი..).

ბავშვთა  რეაბილიტაციის საქველმოქმედო ცენტრის მოწყობა მხატვრის სახლ-მუზეუმში შემთხვევითი არ ყოფილა. ჩვენი აზრით ის, რასაც შეუძლია ითამაშოს უდიდესი როლი შინაგანი სამყაროს ჰარმონიზაციაში,  ცნობიერების გამთლიანებაში არის ესთეტიკური განცდა და ხელოვნების თერაპიული ძალა. ამ აზრის მართებულობაში დაგვარწმუნა ბავშვებთან გატარებულმა ასეულობით საათის გამოცდილებამ და თავად ბავშვების შემოქმედებამ.

ფსიქოლოგიური ტრავმები, რომელიც გადატანალი აქვთ ომგამოვლილ ბავშვებს ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგომ ხდებიან პოსტ ტრავმული სტრესული სინდრომის (პტს რეაქციები, დარღვევები) ჩამოყალიბების მიზეზი, როდესაც  უნებლიე ფობიკური მეხსიერება და მასთან დაკავშირებული შფოთვითი აშლილობები ხდებიან ცნობიერების დომინანტური მდგომარებები.

ჩვენი აზრით, პტს აშლილობები უპირველესად ყოვლისა ხასიათდებიან პიროვნული მთლიანობის რღვევით, როდესაც იკარგება კავშირი შინაგან პოზიტიურ გამოცდილებასთან, პიროვნების გამამთლიანებელ სულიერ რესურსებთან, განწყობებთან, რომელსაც ინახავს ჩვენი ნევროლოგია და რომელთა აქტუალიზაცია გამამთლიანებელი თერაპიის უმთავრეს ამოცანად გვესახება.

მოვიყვან 6 წლის სოხუმელი გოგონას - მაცაცოს ნახატის ანალიზის მაგალითს, რომელიც მან დაგვიხატა 1994 წელს, სასტუმრო ამირანში ჩვენი არტთერაპიული სესიის დროს.

მთელი ეს პროცესი მიმდინერეობდა ბავშთა ჯგუფში, სადაც ყველა ხატავდა იმას, რაც სურდა. შემდეგ, ბავშვები კიდებდნენ სურათებს კედლებზე და ესაუბრებოდნენ მათ პერსონაჟებს.

ხატვით თერაპიის ჩვენი მეთოდი - „ნახატის სუბპერსონოლური, დიფერენციალური დიაგნოსტიკის და თერაპიის მეთოდი’ გულისხმობს ნახატის ელემენტების დიფერენციალურ დიაგნოსტიკას, პროექციულური მეთოდების გამოყენებით და მათ ამეტყველებას, კომუნიკაციის ენის ოთხი პოზიციიდან აღწერით.

ეს მეთოდი ჩვენ წარმოვადგინეთ მოხსენებაზე ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, 1994 წლის სექტემბერში.

მაცაცომ დახატა არაჩვეულებრი სილამაზის პაიზაჟი - ტყის მდელო, ნაირფერადი ყვავილებით. მდელოზე პატარა ბილიკია გაკვალული. ბილიკზე მიდის ქალბატონი. ნახატი ძალზედ ესთეტურად გამოიყურება, სიმშვიდეს და სილამაზეს ასხივებს, და ერთი შეხედვით, ავტორის ჰარმონიულ გუნება-განწყობას გამოხატავს.

ეს არ იყო პირველი ნახატი, რომელიც მაცაცომ ჩვენთან შეასრულა. მას ძალიან მოსწონს ხატვა და თავისი, თუ სხვისი ნახატების პერსონაჟებთან გასაუბრება.

მოგვიანებით, 1995 წელს ეს ნახატი იყო გამოფენილი ბავშვთა ნახატების გამოფენაზე წყნეთში, რომელსაც ესწრებოდნენ უცხოელი ფსიქოლოგები. მათ აღნიშნეს, რომ საბედნიეროდ ეს გოგონა გადაურჩა ფსიქოლოგიურ ტრავმას - მისი ნახატი ასხივებს სიმშვიდეს.

მაცაცომ, თავიდან აამეტყველა მზე, რომელიც თავისი სიმაღლიდან ყველაფერს ხედავდა. მზემ თქვა, რომ მან კარგად უნდა გაანათოს გარემო, და განსაკუთრებით - ბილიკით მიმავალი ქალბატონი, რომ ყველაფერი ძალიან ლამაზი იყოს. იგივეს ამბობდნენ ყვავილები, ლურჯი ცა და ჩიტები. ისინი ამბობენმ რომ ძალიან უნდა მოუხდნენ ქალბატონს, რომელიც მაცაცოს უმშვენიერესი დედიკოა. დედიკო კი ამბობს, რომ მაცაცოსთვის წიწილის საყიდლათ მიდის ქალაქში, რომ გემრიელი კერძი (ჩახოხბილი) მოუმზადოს.

ნახატის ამეტყველებისას  მაცაცო ყველაზე ხშირად იყენებდა სიტყვა სილამაზეს. მისი აზრით, დედიკოც, მზეც, მინდორიც, ყველაფერი არაჩვეულებრივად ლამაზი უნდა ყოფილიყო.

როდესაც ჩვენ ვკითხეთ მაცაცოს, თუ რაზე მეტყველებს თავად სილამაზე, რა სურს მას? მაცომ გვიპასუხა: – სილამაზე ამბობს, რომ მან ირგვლივ უნდა გაალამზოს ყველაფერი, რადგანაც იმ მინდვრიდან ისმის თოფის სროლის ხმა, და  თუ ირგვლივ ყველაფერი ლამაზი იქნება, მაშინ ვერც ერთი მსროლელი  დედიკოს წინააღმდეგ ტყვიის სასროლად ხელს ვერ აღმართავს, და ჩემი დედიკო სახლში ცოცხალი დამიბრუნდება.

პატარა გოგონას, რომელიც ფანჯრიდან უყურებს, თუ როგორ მიდის საშიშ მინდორზე მისი დედიკო, ღრმად სწამს იმის, რომ სწორედ სილამაზეა ის ჯადოსნური ძალა, რომელიც გადარჩენს მას ხიფათისაგან და მშვიდობით დააბრუნებს სახლში.

მაცაცოს შინაგანი სამყაროს  სილამაზემ გადაარჩინა ის ფსიქოლოგიური ტრავმისგან.

ესთეტური განცდის უნარი, უდიდესი რესურსია ფსიქოლოგიური წონასწორობის შესანარჩუნებლად.

ეს არის გასაოცარი შემთხვევა, ბავშვის შინაგან სამყაროში, ესთეტიკური და ეთიკური საწყისების ჰარმონიული მთლიანობისა, რომელსაც ქმნის თავად 6 წლის სოხუმელი გოგონა, ჩვენი არტ თერაპიული  სესიების დროს.

ბავშვების ნახატებში ამეტყველებული ტექსტისა და მისი სენსორული წარმოდგენების ღრმა ინტერპრეტაცია, დიფერენციალური დიაგნოსტკიის მეთოდის გამოყენებით, ოთხი კომუნიკაციური პერსპექტივიდან, იწვევს მისი შინაარსის პოზიტიურ გადააზრებას, საფუძვლად ედება დეცენტრაციის პროცესს (ჟან პიაჟე, 1920) და თერაპიულ ცვლილებებს.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ამირეჯიბი, დ. (2000). ფსიქოთერაპია და პოსტსაბჭოური სივრცის პედაგოგიური პრობლემები. საერთაშორისო ქართულ-გერმანული სიმპოზიურმი - აქტუალური პდაგოგიკა და კულტურის დიდაქტიკა. ილია ჭავჭავაძის ენისა და კულტურის უნივერსიტეტი.

ამირეჯიბი, დ. (2000). „ფსიქოთერაპია სკოლაში: იდეა და მოდელი“, საერთაშორისო ქართულ-გერმანული სიმპოზიურმი - აქტუალური პდაგოგიკა და კულტურის დიდაქტიკა. ილია ჭავჭავაძის ენისა და კულტურის უნივერსიტეტი.

ამირეჯიბი, დ. (2003.) ოცნების შიში, დევნილი ბავშვობა. გაზეთი  “24 საათი”, ნომრებში: 15.10.2003, #272(484) და 22.10.2003, #278(490).

ამირეჯიბი, დ.  (2007) „გამოცდა ბაღით“ - კულტურული დისკურსის შეტანა  სკოლაში. სტატია სამეცნიერო ჟურნალში: ახალი ათასწლეული 2007 NEU      MILLENIUM. გვ. 94-105. გამომცემლობა: „უნივერსალი“ Publishing Hause: Universali. https://www.academia.edu/43349126/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98

ამირეჯიბი, დ. (2022). „ორნამენტის ბუნების კვლევა ფუნდამენტური ონტოლოგიისა და განწყობის თეორიის თვალსაზრისით“. საქართველოს კუტურის სამინისტროსთან არსებული ‘ჩუბინაშვილის ცენტრი“. კონფერენციის დასახელება - „ორნამენტი და კულტურა (30.05.2022)“.  სტატია სამეცნიერო ჟურნალში - ARS GEORGIA. https://new.georgianart.ge/magazine/2022%20(I%20%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98)/9

ამირეჯიბი, დ.  (2024). „ინტერპრეტაცია, როგორც ტექსტის კინეზისი და ენტელექია“,  „ტექსტი და ინტერპრეტაცია" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის რეცენზირებადი, ელექტრონული, ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი (ISSN 2960-9461). https://interpretation.tsu.ge/index.php/main/article/view/29/31 ,

ამირეჯიბი, დ.  (2013) შექსპირის „ჰამლეტის“ ანალიზი ფსიქოსინთეზის თვალსაზრისით. ილიაუნის სემინარი. David Amirejibi’s School of Applied Psychology in YouTube. 2018.   https://www.youtube.com/watch?v=RRSeSHy6KqA

ამირეჯიბი, დ. (2023.) „შექსპირის „ჰამლეტში’ „სათგურის“ სცენის ანალიზი ფსიქოსინთეზის თვალსაზრისით“,  „ტექსტი და ინტერპრეტაცია" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის რეცენზირებადი, ელექტრონული, ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი (ISSN 2960-9461).https://interpretation.tsu.ge/index.php/main/article/view/2 https://interpretation.tsu.ge/index.php/main/article/view/2/2

ამირეჯიბი, დ.  (2002). „შეიცან ჩვევა შენი’. ტრენინგ-სემინარი (40 საათი), განათლების სამინისტროს დაკვეთით, თბილისის 7 საშუალო სკოლის     მოსწავლეთა მონაწილეობით. სემინარი მიეძღვნა მოსწავლეებში მავნე ჩვევებთან  ბრძოლის საკითხებს, სტატია ჯურნალში ‘ჩუბინი“, 2002, 2 ვიდეო ჩანაწერი (4+4 საათი მოცულობის), დაურიგდათ ტრენინგში მონაწილე სკოლებს და განათლების სამინისტროს.

text and interpretation N3

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-12

გამოცემა

სექცია

სტატიები