შექსპირის “ჰამლეტში” “სათაგურის“ სცენის ანალიზი ფსიქოსინთეზის თვალსაზრისით.
DOI:
https://doi.org/10.55804/jtsu-2960-9461-2023-1საკვანძო სიტყვები:
Hamlet, teater, mirror, experiment, Psychosynthesis.ანოტაცია
„თეატრი სარკეა“ (შექსპირი, „ჰამლეტ“), სადაც შევძლებთ საკუთარი თავის და საზოგადოების სახის დანახვას. შექსპირისთვის, როგორც ადამიანის ბუნების მკვლევარისთვის თეატრი ადამიანის არსის შემეცნების უმთავრესი ინსტრუმენტია, და ადამიანად შედგომის ხელოვნება. მისთვის სამყარო თეატრია, თეატრი კი სამყაროს სარკე.
შექსპირის „ჰამლეტი“ ოდაა თეატრზე!
სარკეს, როგორც სულიერი რეფლექსიის, თვითშემეცნების (gnothi seauton) საშუალებას აღწერს პლატონი მის დიალოგებში, „ალკივიადე-1;2“.
სოკრატე, ალკივიადეს კითხვაზე პასუხად მიუგებს, რომ საკუთარი სულის ხილვა შესაძლებელია მხოლოდ მის მიმართ კეთილგანწყობილი, მზრუნველი (epimeleia) ადამიანის მზერაში, მის თვალებში, როგორც სარკეში.
თეატრის მისია არა დამნაშავის (კლავდიუს) დასჯაა, არამედ დანაშაულის ამოცნობა და დამნაშავისთვის მისი ნამდვილი ბუნების ჩვენება. იმისთვის, რომ თეატრმა შეასარულოს სულიერი სარკის დანიშნულება, ის არ უნდა იქცეს დასჯის იარაღად, არამედ იზრუნოს (epimeleia), რომ ადამიანმა შეძლოს მასში შეიცნოს საკუთარი სახე, რაოდენ ამაზრზენიც არ უნდა იყოს სურათი.
ჰამლეტი არ მიმართავს სისხლიან შურისძიებას, არ კლავს კლავდიუსს, არამედ, როგორც თაეტრის ჭეშმარიტი ოსტატი, დგამს წარმოდგენას. თეტრი მისთვის სინამდვილის წვდომის საშულებაა. კლავდიუსისითვის კი მისი სულის სარკე.
„ჰამლეტის“ მესამე მოქმედებაში, სადაც პრინცი ჰამლეტ დგამს თეტრალურ წარმოდგენას, სახელწოდებით „სათაგური“, ავტორი გვევლინება ნამდვილი მკვლევარის, მეცნიერის ამპლუაში.
შექსპირი, „ჰამლეტში“ აღწერს პირველ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტს, რომელიც ახალი დროის ქრესტომატიული, ასოციაციური ექსპერიმენტების პროტოტიპია (ვილჰელმ ვუნდტი, კარლ გუსტავ იუნგი..).
თეატრალური ექსპერიმენტის მიზნებია - 1) კლავდიუსის ბრალეულობის დადგენა; 2) მამის აჩრდილის ბუნების გამოვლენა - "უნდა დავრწმუნდე, რომ სწორედ ავი სული იყო.."; 3) თვითრეფლექსია, საკუთარი (ჰამლეტ) ეჭვის მართებულობის შეფასება - სიგიჟე მხოლოდ მისი სიმულაციაა, თუ სინამდვილე.
„ექსპერიმენტული სიტუაცია“ თეტრალური დადგმაა. ექსპერიმენტატორების ამპლუაში გამოდიან - პრინცი ჰამლეტ და ჰორაციო. ცდისპირი - მეფე კლავდიუსი.
ექსპერიმენტული მეთოდია ფსიქოლოგიური დაკვირება კლავდიუისის ემოციურ, აფექტურ რეაქციებზე, მიმიკაზე, ვერბალურ და არავერბალურ ქცევაზე, სპეციფიკურ ცვლილებებზე, რომელიც წარმოდგენის მსვლელობაში აღენიშნება დაკვირების ობიექტს, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.
საკონტროლო ჯგუფში მოიაზრება წარმოდგენაზე დამსწრე საზოგადოება, რომელიც კლავდიუსისგან განსხვავებით აღიქვავას წარმოდგენას, როგორც ტექსტს, მომხდარი მკვლელობის აქტუალურ კონტექსტთან დაუკავშირებლად.
„ექსპერიმენტული სიტუაცია“, გულისხმობს თეატრალური დადგმის გარემოს გეომეტრიის ორგანიზებას წრის ფორმით (გლობუსი).
შექსპირის ჰამლეტი არა მარტოოდენ პირევლი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის მოდელია, რამაც, პიესის მიხედვით, უტყუარად დაასტურა კლავდიუსის ბრალეულობა, და განაქარვა ჰამლეტის ეჭვები, არამედ პირველი არტთერაპიული, ფსიქოდრამარტული წარმოდგენის პროტოტიპია.
წარმოდგენის დროს აღელვებული კლავდიუსი ტოვებს თეატრს, მიდის სამლოცველოში, ემხობა მუხლებზე და ლოცვით ინანიებს ცოდვებს. შექსპირი აღწერს კლავდიუისის სახეცვლილებას (metanoia), როგორც თანამედროვე ფსიქოლოგია აღწერს კათარსისის მდგომარეობას.
ჰამლეტი დარწმუნებულია, რომ მამამისის მკვლელი კლავდიუსია, დაადგება მას სატევრით ხელში, მაგრამ, იხილავს რა მონანიების აქტს, არ კლავს მას.
თეატრალურმა ექსპერიმენტმა არა მარტოოდენ გამოავლინა დამნაშავე, არამედ მიიყვანა ის კატარსისის განცდამდე!
რით შეიძლება აიხსნას მკვლელის სახეცვლილება, რომლისთვისაც წარმოდგენაში არაფერია უცხო, ახალი. მან ხომ თავადვე დაგეგმა მკვლელობა და მოიპოვა ყოველივე, რასაც ლამობდა. დამსწრე საზოგადოებისთვის მკვლელობის კონტექსტი უცნობია. რამ ააღელვა და მიიყვანა ის სულიერ ძვრამდე?
კათარსისის მიზეზი, ახლობელი ადამიანების წრის, ძლიერი ემოციური რეაქციაა სპეკტაკლზე!
წრე, რომელიც შექსპირის თეატრის ფორმაცაა, სცენაზე გაშლილი დრამის დაკვირევებასთან ერთად, დამსწრეთ აძლევს ერთმანეთის რეაქციებზე დაკვირების საშუალებას. მათი სულიერი მდგომარეობა ხდება წარმოდგენის ორგანული ნაწილი.
თეატრი სარკეა, რომელიც აერთიანებს ერთ წრეში ხილულს და უხილავს, ხორციელს და უხორცოს, ზეციერს და მიწიერს, ქვე და ზე-ცნობიერს, ყოფნას და არყოფნას!
ფსიქოსინთეზი აღწერს კათარსისის მდგომარეობას, როგორც ორი წრის -მნიშვნელოვან ადამიანთა წრის და ქვეპიროვნებათა შინაგანი წრის კოინციდენციას, როდესაც ერთი მეორის სარკეს წარმოადგენს!