სტოპარდის რთული ამოცანა
საკვანძო სიტყვები:
სტოპარდი, ცნობიერება, ალტრუიზმი, ევოლუცია, ხელოვნური ინტელექტიანოტაცია
თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგის ტომ სტოპარდის პიესაში „რთული ამოცანა“ (2015) ერთმანეთს ერწყმის კომპიუტერიზაცია, მათემატიკა, ექსპერიმენტები აზროვნებაში, კვლევები ფსიქოლოგიაში, ევოლუცია, სტატისტიკური მონაცემები და ა.შ. თუმცა, პიესის თემატური საყრდენი ცნობიერებაა. ამიტომ პიესაში ყველა მნიშვნელოვანი თემის დასაბამი ცნობიერების ფენომენია. კერძოდ: მეცნიერების, ხელოვნური ინტელექტის, ფსიქოლოგიის, საფინანსო-საფონდო ბირჟის, ღმერთის არსებობა-არარსებობის, რელიგიის, ფილოსოფიისა თუ მორალის და ა.შ.
ჩემი სტატიის მიზანია ტომ სტოპარდის შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეული პიესის „რთული ამოცანის“ შესწავლა. პიესის ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და სამეცნიერო-ტექნოლოგიური ასპექტების ანალიზით ვეცდები წარმოვაჩინო რა დამოკიდებულება აქვს დრამატურგს ადამიანის ცნობიერების, ხელოვნური ინტელექტის, ალტრუიზმის, ევოლუციური ბიოლოგიის და ღმერთის არსებობა-არარსებობის რთული საკითხების მიმართ. სტოპარდის „რთული ამოცანა“ საინტერესოა ინტერტექსტუალობის მხატვრული ტექნიკის მხრივაც. პიესაში შერწყმულია სამეცნიერო ლიტერატურა, დრამატურგის სხვა პიესების თემატიკა, ჯონ სტაინბეკის ფიქციური რეალობა და თანამედროვე ტექნოლოგიური რეალობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტოპარდის „რთულ ამოცანას“ რამდენიმე მიმართულებით განვიხილავ:
- ადამიანის ცნობიერება და ხელოვნური ინტელექტი;
- ალტრუიზმი და ევოლუციონიზმი;
- ღმერთის არსებობა-არარსებობის დილემა.
დამოწმებული ლიტერატურა:
Lee, H. (2020). Tom Stoppard A Life by Hermione Lee, Faber & Faber, 2020.
Stoppard, T. (2015). The Hard Problem by Tom Stoppard, Grove Press New York 2015.