ტექსტის ინტერპრეტაცია ბრძოლის მანიფესტში
საკვანძო სიტყვები:
ახალი თეატრი, კრიზისი, დიმიტრიადისი, ჟოლდაკიანოტაცია
ოცდამეერთე საუკუნის ოციანი წლები საქართველოში ღრმა კრიზისის და პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავების პერიოდის სახელით შევა ისტორიაში. თბილისის თეატრებს შორის გამორჩეულად საინტერესო და მაღალპროფესიული სახელმწიფო თეატრი, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი ურთულეს მდგომარეობაშია: თეატრის ხელმძღვანელი განთავისუფლებულია, წამყვანი მსახიობი კი დაპატიმრებული. არა და ამ თეატრს მაღალმხატვრული სპექტაკლები ქონდა და რეალურად არც ვიცით დაბრუნდება თუ არა ეს წარმოდგენები რეპერტუარში და ექნება თუ არა მაყურებელს მათი კვლავ ხილვის საშუალება. მით უფრო მნიშვნელოვანია ორი სპექტაკლი, რომელთა მაგალითზეც გაანვიხილავ ინტერპრეტაციის პრობლემას. ახალი თეატრის რეპერტუარის ეს წარმოდგენები უპირობოდ არის თანამედროვე ქართული სასცენო ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ნიმუშები.
1978 წელს დაწერილი დიმიტრის დიმიტრიადისი რომანი „ვკვდები, როგორც ქვეყანა“ ერთდოულად არის როგორც სულიერი ასევე სახელმწიოფებრივი კრიზისის ამსახველი უბრწყინვალესი ნაწარმოები. დიმიტრის დიმიტრიადისი სამართლიანად ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს მწერლად. რომანი არაერთ ქვეყანაში დაიდგა და ყველგან, სადაც ის იყო წარმოდგენილი, აუდიტორია ამტკიცებდა, რომ ეს მათი ისტორიაა- ბერძნებს- ბერძნული, პოლონელებს პოლონური, უკვე ქართველებს კი ნამდვილი ქართული ამბავი გონიათ...როგორ გაედინებიან თავის გადარჩენის მიზნით ქვეყნის მცხოვრებლები საზღვარგარეთ, როგორ იცლება ქვეყანა, რა შედეგები მოყვება ამგვარ პოლიტიკას? წარმოდგენაში ეს საკითხებია დასმული და კვლევის მიზანიც რომანში წამოჭრილი პრობლემის ქართულ სინამდვილეში ადაპტირების და რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანის მიერ მაღალმხატვრულ წარმოდგენად ქცევის პროცესის ანალიზია.
არჩევნებამდე, შესაბამისად კრიზისამდე ახალი თეატრისბოლოპრემიერა ანდრი ჟოლდაკის დადგმული „ლურჯწვერა“ იყო.ვერავინ დამაჯერებს, რომ ბავშვობაში, როდესაც შარლ პეროს “ლურჯწვერას“ გვიკითხავდნენ, არ შეგვშინებია და ყველაფრის მიუხედავად იმ იდუმალ ოთახში შეხედვა არ მოგვდომებია. ლურჯი წვერის გაზრდაც რაღაც მისტიური საშინელების არქეტიპად მაქვს ჩარჩენილი მეხსიერებაში, მოსალოდნელი უბედურების მომასწავებლად. ამ სათაურით დაანონსებული სპექტაკლი, რომლის დამდგმელი რეჟისორიც ანდრი ჟოლდაკი იქნებოდა, უკვე თავისთავად იწვევდა უდიდეს ინტერესს ქართველ მაყურებელში.
ანდრი ჟოლდაკი სამართლიანად ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ეპატაჟურ რეჟისორად. მის შემოქმედებას მესამედ ეცნობა თბილისელი მაყურებელი და ყველა წარმოდგენა სრულიად განსხვავებული და სკანდალურიც კი იყო. ანდრი ჟოლდაკის „ლურჯწვერას“, საფუძვლად დაედო ნობელის პრემიის ლაურეატი ქალის ლუიზა გლუკის პოეზია და ფედერიკო გარსია ლორკას ,,სისხლიანი ქორწილი’’. სწორედ ლორკას პიესის ძირითადი თემა- სასიყვარულო სამკუთხედი არის რეჟისორის ფანტასმაგორიის ძირითადი სიუჟეტური ხაზი წარმოდგენის პირველ ნაწილში. როგორ ტრანსფორმაციას განიცდის ლურჯწვერა და როგორ ვითარდება მისი ურთიერთობები „სისხლიანი ქორწილის“ პერსონაჟებთან? მოხსენებაში ამ საკითხებზე იქნება მსჯელობა. თუმცა სპექტაკლში მთავარი პერსონაჟის, შაკო მირიანაშვილის გმირის ლურჯწვერობაც სიმბოლურია: ცხადია წვერები არ ამოსდის და ფემისციდიც უსისხლოდ მიმდინარებს.
„ლურჯწვერას“ სცენოგრაფი დანიილ ჟოლდაკია. სტილთა აღრევა, უფრო ზუსტად კი სინთეზი წარმოდგენის ვიზუალიზაციის პრონციპად არის ქცეული.ანდრი ჟოლდაკის ქართულ სცენაზე რიგით მეორე დადგმის პრემიერა ქართულ თეატრში დიდი წარმატებით განხორციელდა.ამ სპექტაკლების მაგალითზეც ნათელია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კულტურათა დიალოგი ოცდამეერთე საუკუნის სათეატრო ცხოვრებაში. თეატრი საზღვრებს გარეშე- ალბათ ეს ყველაზე სასურველი კონცეფციაა თანამედროვე ხელოვნებაში, რომელიც ერთი და იგივე ტექსტის უსასრულო ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა.
და ისევ სამწუხარო რეალობა, რომელიც კვლავ და კვლავ გვახსენებს თავს: ახალი თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში შევა როგორც მებრძოლი თეატრი. დასმა იმჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თაოსნობით მთელი საქართველო მოიარა და ყველას წარუდგინა თავისუფლებისთვის ბრძოლის მანიფესტი. მაგრამ ეს არ ყოფილა მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა, ახალი თეატრი თავისი შესანიშნავი წარმოდგენებით, ღრმად გააზრებული მოქალაქეობრივი პოზიციით და კონცეფციით იმთავითვე ინტელექტუალურ ომში იყო ჩართული და ვიმედოვნებთ, რომ კვლავ აღდგება ის რეპერტუარი, რომელიც ასე უყვარს მაყურებელს.
გამოყენებული ლიტერატურა:
1) ანასტასია ჩერენცოვა „ რატომ ლურჯწვერა?“ -ქართული თეატრის ელექტრონული არქივი, https://www.theatrelife.ge/rartomlurjcvera
2) ლაშა ჩხარტიშვილი, ჟოლდაკის მორიგი სიგიჟე, ქართული თეატრის ელექტრონული არქივი, https://www.theatrelife.ge/joldaki
3) ზუკა ნემსაძე, ანდრი ჟოლდაკის Gaslighting-ი, ანუ ფსიქოლოგიური მანიპულაცია. ქარტული თეატრის ელექტრონული არქივი, https://www.theatrelife.ge/andrijoldakis