ბომბეი/მუმბაი, როგორც პოსტკოლონიური ქალაქი სალმან რუშდის რომანში „მიწა მის ფეხქვეშ“
საკვანძო სიტყვები:
ბომბეი/მუმბაი, როგორც პოსტკოლონიური ქალაქი სალმან რუშდის რომანში „მიწა მის ფეხქვეშ“ანოტაცია
სალმან რუშდის შემოქმედებაში მუმბაი (ყოფილი ბომბეი) მხოლოდ ფიზიკურ, გეოგრაფიულ ადგილს არ წარმოადგენს. არამედ ცოცხალი, ფორმაცვალებადი პერსონაჟის სახით გვევლინება, რომელიც პოსტკოლონიური იდენტობის სირთულეებს განასახიერებს. რუშდის რომანებში მუმბაი სცილდება თავის გეოგრაფიულ საზღვრებს და ფუნქციონირებს როგორც ცოცხალი, მსუნთქავი ძალა — ისეთი, რომელიც, თავის მხრივ, აყალიბებს და თვითონაც ყალიბდება რუშდის პროტაგონისტების პირადი და კოლექტიური ნარატივებით. თავისი ქაოტური ურბანული ლანდშაფტების, კულტურების შერწყმისა და მუდმივი გარდაქმნის მეშვეობით, მუმბაი ასახავს პოსტკოლონიური არსებობის ჰიბრიდულ ბუნებას.
რუშდისთვის ბომბეი ერთდროულად წარმოადგენს უტოპიური კოსმოპოლიტიზმისა და პესიმისტური გაუცხოების წყაროს, რომელიც განსაზღვრულია გაუცხოებული მიგრანტების მიერ. ეს არის დინამიკური ადგილი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და ის არ წარმოადგენენ მხოლოდ ურბანული იდეალების სტატიკურ სიმბოლოს. უფრო მეტიც, კრიტიკოსების აზრით
ბომბეი გაცილებით მეტია, ვიდრე რუშდის გმირების ყოველდღიური ცხოვრების ერთგანზომილებიანი გარემო. ის თავისთავად არის პერსონაჟი და ამასთან პროტაგონისტების პერსონალური ინდენტობის განუყოფელი კომპონენტი. მაგიურ რეალისტური ტექნიკა და უმცირესობების პესპექტივები, რომელსაც რუშდი იყენებს ბომბეის აღსაწერად, ხაზს უსვამს მეხსიერებისა და წარმოსახის უნარის მნიშვნელობას მისი იდენტობის განმარტებისას. მისი თხრობის ტექნიკა და ფორმალისტური არჩევანი მკითხველს უბიძგებს, რომ ქალაქი წარმოიდგინოს როგორც კომპლექსური და დინამიკური იდენტობების, პოლიტიკური ისტორიებსა და ძალაუფლების ურთიერთობების ერთგვარი დამაკავშირებელი, რაც ასე ხშირად გამოიყენება მუმბაის განსასაზღვრად. რუშდის მიერ 1950-1960-იანი წლების ბომბეის ნოსტალგიური აღწერა გვაფიქრებინებს, რომ მისი ურბანული კოსმოპოლიტები არ არიან უნივერსალური რადგან ისინი წარმოიქმნებიან ბომბეის ძალიან სპეციფიკური ვერსიებით- ვერსიებით, რომლებსაც ისინი თანადროულად აწარმოებენ. რუშდის პერსონაჟები აპროტესტებენ ინდური ნაციონალიზმის ჰეგემონურ ნარატივებს
პროტაგონისტების მიერ ბომბეის ფიზიკური დატოვება და დასავლეთში გადანაცვლება, სიმბოლოა იმ ფიზიკური და კულტურული ცვლილებებისა, რასაც მიგრანტები ხშირად განიცდიან ახალ ადგილას გადასვლისას, რამაც შესაძლებელია, გამოიწვიოს დეზორიენტაციის განცდა. რუშდის იდეა, რომ რეალობა არის არტეფაქტი გვთავაზობს, რომ რეალობის ჩვენეული აღქმა არ არის ფიქსირებული ან ობიექტური, არამედ ის ყალიბდება სოციალური, კულტურული და პიროვნული კონსტრუქციებით. როდესაც მიგრანტები წყდებიან ნაცნობ გარემოს, ირღვევა მათი რეალობის შეგრძნება. ეს კი მათთვის ერთგვარ მესიჯს წარმოადგენს რომ რეალობა არ არის რაღაც აბსოლუტური, არამედ მისი ცვლილება დამოკიდებულია გარე ფაქტორებსა და მიგრანტების ადაპტირების უნარზე.
პოსტკოლონიური მოდერნიზმის ტექტონიკურმა ძვრებმა- დრამატულმა პოლიტიკურმა, სოციალურმა და კულტურულმა ცვლილებებს ბომბეიში, მას შემდეგ რაც ინდოეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა და განიცადა ურბანული დაგეგმარებისა და განვითარების ძირითადი ცვლილებები, გაანადგურა რუშდის მშობლიური მეტროპოლისი. რომანის საშუალებით რუშდი ცდილობს დაიბრუნოს ქალაქ ბომბეისთან მიკუთვნებულობის გრძნობა, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად. ავტორი ცდილობს მისი წარმოსახვითი ბომბეის სურათის დახატვას, რათა ამ სახით მოხდეს წარსულის აღდგენა.
ურბანული პოსტკოლონიალური პერსპექტივიდან, რუშდის „მიწა მის ფეხქვეშ“ ბომბეის წარმოსახავს როგორც ლიმინალურ სივრცეს. ის წარმოჩენილია იმპროვიზაციულ ქალაქად, რომელიც გამოირჩევა არათანაბარი განვითარებითა და კულტურული ექსპერიმენტებით.
რომანში ბომბეი წარმოადგენს მუდმივი ცვლილებების ადგილს, სადაც დასავლური პოპ-კულტურა, ადგილობრივი ტრადიციები და დიასპორული გავლენები ერთმანეთში ილექება და ქალაქი გადაიქცევა პერფორმატიულ სივრცედ.
გამოყენებული ლიტერატურა:
ბოიერი, მ.ს. (1994). Boyer, M. C. The city of collective memory: Its historical imagery and architectural entertainments. Cambridge, MA: MIT Press. Retrieved from https://archive.org/details/cityofcollective0000boye/page/30/mode/2up?q=demands
რობინსონი, ჯ. Robinson, J. Ordinary Cities: Between Modernity and Development.” Routledge & CRC Press, www.routledge.com/Ordinary-Cities-Between-Modernity-and-Development/Robinson/p/book/9780415304887.
რუშდი, ს. (2000). Rushdie, S. The Ground Beneath Her Feet. Toronto: Vintage Canada Edition.
რუშდი, ს. (2001) Rushdie, S. The Ground Beneath My Feet
https://www.thenation.com/article/archive/ground-beneath-my-feet/
რუშდი, ს. (1991). Rushdie, S. Imaginary homelands: Essays and criticism 1981-1991. Granta Books in association with Penguin Books.