About Authors
დავით ამირეჯიბი - საქართველოს ფილოსოფიური პრაქსისის საზოგადოების თავმჯდომარე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი
1976 წელს დავასრულე თსუ-ს ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, წარჩინებით. 1976-1997 წლებში ვმუშაობდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. კვლევის თემატიკა - განწყობის ეფექტების ექსპერიმენტული კვლევები, სიმძიმისა და ჰაპტურ არეებში. კვლევის შედეგები წარმოდგენილი იყო საკავშირო, ფსიქოლოგიური საზოგადოების ყრილობებზე, კონფერენციებზე, და დუნაისპირეთისა და ევროპის ფსიქოლოგთა მერვე ყრილობაზე (მიუნჰენი-ტუტცინგი, 1987 წლის,
20-25 სექტემბერი), სადაც ვიყავი ყრილობის თანათავმჯდომარე და პლენარული მოხსენების ავტორი - ახალი მეთოდოლოგიური მიდგომა განწყობის ეფექტების კვლევაში. გავიარე სპეციალური კუსრსები ფსიქოთერაპიაში - დრ. კარლ როჯერსთან (აშშ), კცთ, 1986; დრ. ვირჯინია სატირთან (აშშ), ნლპ, 1988; დრ. ჯანეთ რაინუოთერთან (აშშ), ფსიქოსინთეზი,1990; დრ. ჯონ გრინდერთან (აშშ), ნლპ, 1990; დრ.კორნელია ანდერაუ (შვეიცარია), სხეულზე ორიენტირებული, იუნგიანური თერაპია, 1993; დრ. ენ ენთუსთან (კანადა), ნლპ ფსიქოთერაპიაში, და სხვა. 1990 წლიდან, დღეამდე ვეწევი დევნილთა ფსიქორეაბილიტაციას. 1995-1996 წლებში ვიყავი NRC ბავშვთა არტთერაპიის ცენტრის ხელმძღვანელი. ვმუშაობდით საქართველოში და აზერბაიჯანში. გამოყემებითი ფსიქოლოგიის მიმართულებები დავნერგე უმაღლეს სასწავლებლებლებში - ადამიანთმცოდნეობის ინსტიტუტი, 1992-2006; ილიაუნი, 2008-2014; სდასუ, 2015 -, და სხვა.
რუსუდან ასათიანი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი. ინტერესთა სფერო: ქართველურ ენათა ლინგვისტური ანალიზი და ენათა ტიპოლოგია, მორფოსინტაქსი და ტექსტის ლიგვისტიკა, ინფორმაციის ენობრივი სტრუქტურირება და კოგნიტიური ლინგვისტიკა. მიჰყავს ამ სფეროების ფარგლებში შემუშავებული სალექციო კურსები. ავტორია ხუთი მონოგრაფიის, ქართული ენის სახელმძღვანელოსი უცხოელებისათვის და 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის; არის სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცემის რედაქტორი, საერთაშორისო სამეცნიერო ლინგვისტური ცენტრების (LLC, SA, EGG და სხვ.) კოორდინატორი და ლოკალური თუ საერთაშორისო კონფერენციების და საზაფხულო სკოლების ორგანიზატორი.
თამარ გელაშვილი - დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი.
თამარის სადოქტორო ნაშრომი - ,,ალუზიის ფუნქცია ჯეიმზ ჯოისის რომანში ,,ღამისთევა ფინეგანისთვის’’ (2016) - პირველი მონოგრაფიული კვლევაა საქართველოში ჯოისის ამ ნაწარმოების შესახებ. გარდა ჯოისის კვლევის ამ ამასთანავე იგი აქტიურად თარგმნის. მან თარგმნა და კომენტარები დაურთო ჯოისის ორ ნაწარმოებს ,,ჯაკომო ჯოისი’’ (2016) და ,,ღამისთევა ფინეგანისთვის’’ (2020).
თამარი ძირითადი პერსონალის სახით მონაწილეობდა რამდენიმე ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტში. მათ შორის, მიღებული აქვს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2013-2014 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გრანტი, (გრანტის ნომერი 40/69). ასევე, არის პირველი ქართველი ახლგაზრდა მეცნიერი, რომელმაც მოიპოვა ტრიესტეს ჯეიმზ ჯოისის ფონდის გრანტი (2015).
თამარს აქვს უცხოეთის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში კვლევის გამოცდილება. თამარი თითო თვით არის ნამყოფი დუბლინისა და ციურიხის ჯეიმზ ჯოისის ფონდებში ჯოისის მასალებსა და არქივებზე სამუშაოდ. თამარს არაერთგზის მონაწილეობა აქვს მიღებული ციურიხის ჯეიმზ ჯოისის ფონდის მიერ ორგანიზებულ ე.წ. ,,ვორქშოფში’’, სადაც სხვადასხვა დროს წარადგენდა ახალი და საინტერესო კვლევების შედეგებს ჯოისის შესწავლის კუთხით (ჯაკომო ჯოისი და მართა ფლეიშმენისათვის მიწერილი წერილები, 2017; ჯეიმზ ჯოისის რამდენიმე ხელნაწერი ჰანს იანკეს არქივიდან - 2016.) დუბლინში ყოფნის პერიოდში თამარი მონაწილეობას იღებდა ჯეიმზ ჯოისის ,,კვლევით კოლოქვიუმში’’, რომლის ფარგლებშიც შეხვდა და გაიცნო თანამედროვე ირლანდიელი დრამატურგი - ფრენკ მაკგინესი - რომელიც დუბლინის საუნივერისტეტო კოლეჯის ერთ-ერთი მოწვეული ლექტორიცაა. ფრენკ მაკგინესისვე რეკომენდაციითა და მხარდაჭერით თამარმა მისი პიესა ,,ფაბრიკის გოგოები’’ თარგმნა (2018).
თამარი თავისი კვლევის შედეგებს პერიოდულად წარმოადგენს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებსა თუ სიმპოზიუმებზე (რომი, ანტვერპენი, პარიზი). გამოქვეყნებული აქვს სტატიები რეიტინგულ და იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში, რომელთაგან უმეტესობა იკვლევს ჯოისის შემოქმედებას. პანდემიის პერიოდშიც კი თამარი აქტიურად იყო ჩართული კვლევით საქმიანობაში და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კონფერენციებში ონლაინ - ზუმის პლატფორმაზე (დიალოგიზმის როლი ფლენ ო’ბრაიენის რომანში ,,დოლქის არქივი’’ - ქუთაისი, 2022; „ღამისთევა ფინეგანისათვის“ მეექვსე თავის თარგმანის სირთულეები - თბილისი, 2022;). ასევე აღსანიშნავია რომ 2022 წლის ივნისში თამარი მიემგზავრება საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, რომ წარმოადგინოს მოხსენება თემაზე: ისტორია, როგორც ღამის კოშმარი (ირლანდიური ნაციონალიზმი პირველი მსოფლიო ომის დროს ჯეიმზ ჯოისის რომანში ,,ულისე’’ და ფრენკ მაკგინესის პიესაში ,,ალსტერის შვილების მარშირება სომისაკენ’’). თამარის მოხსენება ასევე მიღებულია შედარებითი ლიტერატურის XXIII მსოფლიო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად.
გარდა სამეცნიერო/კვლევითი საქმიანობისა, თამარს 2022 წელს მწერალთა სახლიდან მიღებული აქვს ეკატერინე გაბაშვილის სარეზიდენციო პროგრამა („ღამისთევა ფინეგანისათვის, წიგნი IV” სათარგმნად) და ასევე არის თუმანიშვილის ფონდის მიერ ჩატარებული კონკურსის ,,ახალი ქართული პიესა - 2020” გამარჯვებული (პიესა - Nothing Real).