"ოტელო" ბალეტში

ავტორები

  • თამარ ცაგარელი ავტორი

ანოტაცია

 

მართალია, სიტყვა, როგორც ამბობენ, პირველი იყო ჩვენს სამყაროში, თუმცა ამ შემთხვევაში, თეატრთან მიმართებაში, ვერბალურ კონტექსტს მაშინ ექცევა ყურადღება, როდესაც გვევლინებიან პირველი დრამატურგები. სიტყვის შექმნა კი, შეიძლება ითქვას გადაწონის, თუ არ გადაწონის, გათანაბრდება მოძრაობასთან, თეატრი ყალიბდება ძირითადად მის გარშემო. არსებობს ძვ. წელთაღრიცხვის ისეთი პერიოდიც, როდესაც თეატრი უშუალოდ უკავშირდებოდა მხოლოდ დრამატურგიას და მას ქონდა უბრალოდ დეკლამაციის სახე. შემდეგ, რა თქმა უნდა ყველაფერი ვითარდება, ვითარდება  უფრო დიდი მასშტაბებით, აბსოლუტურად სხვაგვარი სახე ეძლევა ამ ხელოვნებას და იწყება „თეატრის“ შენების დიდი პროცესი, რომელიც მრავალ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს მოიცავს, ვინაიდან ეს არის სინთეზური ხელოვნება და, ამ სინთეზურ ხელოვნებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია არავერბალურ აქტს, ცეკვას, ქორეოგრაფიას, სხეულის ენას.

XX საუკუნეში იქმნება ახალი საცეკვაო ენა, რომელსაც, ვახტანგ ჭაბუკიანის „ენა“ ეწოდება. მის ბალეტებში უდიდეს გავლენას ახდენდა კლასიკური ქორეოგრაფიის საშემსრულებლო მხარეზე, რამეთუ მან დღის წესრიგში დააყენა დრამატულ ქარგაში საბალეტო სპექტაკლის მამაკაცის სოლო ცეკვის როლის გადახედვის საკითხი. ამის მიზეზად იქცა გმირის ახალი ტიპი ნაციონალურ ბალეტებში. იგი ძირფესვიანად განსხვავდებოდა კლასიკური ტიპის გმირ-კავალერებისაგან.

ამ ხელოვანის შემოქმედების მწვერვალია  ალექსი მაჭავარიანის მუსიკის მიხედვით დადგმული ბალეტი „ოტელო“. ბატონმა ვახტანგმა ეს სპექტაკლი  1956  წელს (შეცდომაა, უნდა იყოს 1957 წელი) ორი ესთეტიკური სისტემის ( „ბალეტი-დრამა“ და თანამედროვე ბალეტი) შესაყარზე შექმნა. აქ მშვენივრად ჩანს, როგორიცაა შედეგი, როდესაც ერთმანეთს ერწყმის ბალეტი - დრამის დამახასიათებელი თხრობითობა და თანამედროვე ქორეოგრაფიის მთავარი ნიშან-თვისება - საბალეტო სცენების „წმინდა საცეკვაო“ გადაწყვეტა. ტყუილად როდი აღნიშნავენ იმ პერიოდის კრიტიკო0სები შინაარსისა და ცეკვის საოცარ შერწყმას ამ ბალეტში, თანაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ „ოტელო“ „ბალეტი-დრამის“ კრიტიკულ პერიოდში შეიქმნა... სწორედ ამ დროს ბალეტის ქორეოგრაფიულ ქსოვილში მას თამამად შეაქვს თანამედროვედრამატურგიული ხერხები. შემდეგში ეს ცდა ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ქორეოგრაფიაში და იქმნება საშუალება, ბალეტის ენით გაღრმავდეს ცხოვრებისეულ სიტუაციათა გადმოცემის ფსიქოლოგიური ასპექტი, გმირთა ხასიათები. 

ეს ცდა არ იყო გამონაკლისი.ჭაბუკიანის ტალანტის ერთ-ერთი მთავარი თვისება ხომ სწორედ ახლის ძიება და ახლის აღმოჩენა იყო. მახსოვს, რა ცნობისმოყვარეობით და უდიდესი ინტერესით აღსავსენი მიაშურებდნენ ხოლმე სსრ კავშირის სხვადასხვა ქალაქის ბალეტის სპეციალისტები ჩვენს ოპერისა და ბალეტის თეატრს, როგორც კი ხმა დაირხეოდა, ჭაბუკიანის ახალი სპექტაკლის პრემიერა იმარტებაო. არ შეიძლება გვერდი ავუაროთ დიდ როლს, რომელიც მან შეასრულა საბალეტო ხელოვნების საბჭოთა საშემსრულებლო სკოლის განვითარებაში. მას ბაძავდნენ და იმეორებდნენ. მოცეკვავეები და ბალეტმაისტერები  უმალ იზიარებდნენ და ეყრდნობოდნენ მის მიერ მიგნებულ სიახლეს. ამ თვალსაზრისით ათწლეულების განმავლობაში (30-60-იანი წლები) ჭაბუკიანი საბჭოთა ქორეოგრაფიის ერთგვარი „კანონმდებლის“ როლს ასრულებდა.

 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-06-09

გამოცემა

სექცია

სტატიები