გოეთეს მეფისტოფელი: მეფისტოს პერსონაჟის არსობრივი მახასიათებლები

ავტორები

  • კონსტანტინე ბრეგაძე ივანე ჯავახიშვილის სახლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

გოეთე, „ფაუსტი“, ფაუსტი, მეფისტოფელი, ონომასტიკა.

ანოტაცია

  1. მეფისტოფელის პერსონაჟი მრავალ განზომილებას შეიცავს, რაც მსოფლიო ლიტერატურის პერსონაჟთა გალერეაში იშვიათი შემთხვევაა: კერძოდ, მეფისტოფელის პერსონაჟში ერთდროულად იკვეთება სპეციფიური მსოფლმხედველობრივი, ანთროპოლოგიური, ონტოლოგიური (ყოფიერები- სეული), გნოსეოლოგიური (შემეცნებითი), აქსიოლოგიური (ღირებულებითი), მენტალური და სოციოკულტურული მახასიათებლები.

     

    2. მეფისტოფელის პერსონაჟის  არსობრივ მახასიათებლები კი ასე გვესახება:

    a)ანთროპოლოგიური (ადამიანის არსთან დაკავშირებული) მახასიათებელი _ მეფისტოფელი, ვითარცა არაცნობიერი, არარაციონალური ადამიანური საწყისის, ინსტინქტის, ლიბიდოზურობის, სექსუალობის, ვიტალურობის, ასევე, სხეულებრიობის განსახიერება;

    b)ონტოლოგიური (ყოფიერებისეული) მახასიათებელი _ მეფისტოფელი, ვითარცა სამყაროს არარაციონალური საწყისის _ ძალის/ნების (გერმ. Kraft/Wille), ასევე, სამყაროს პირველსაწყისისეული ბნელის/უკუნის („Finsternis“) განსახიერება;

    c)გნოსეოლოგიური (შემეცნებითი) მახასიათებელი _ მეფისტოფელი, ვითარცა სკეპტიკური, ნიჰილისტური ცნობიერებისა და არამეტაფიზიკური შემეცნების განსახიერება;

    d)აქსიოლოგიური (ღირებულებითი) მახასიათებელი _ მეფისტოფელი, ვითარცა მერკანტილურ-მომხმარებლური ღირებულებებისადმი მსწრაფველი არსი;

    e)მენტალური მახასიათებელი _ მეფისტოფელი, ვითარცა მატერიალისტური ცნობიერების განსახიერება;

    f)ეგზისტენციური მახასიათებელი _ მეფისტოფელი, ვითარცა ეგზისტენციური უსაზრისობის, “მარადი სიცარიელის” („das Ewig-Leere“), ანუ არარას, განსახიერება;

    g)მსოფლმხედველობრივი მახასიათებელი _ მეფისტოფელი, ვითარცა მატერიალისტური ყაიდის რადიკალური განმანათლებლობის განსახიერება;

    h)ეთიკური  მახასიათებელი _ მეფისტოფელი, ვითარცა იმმორალიზმის განსახიერება, ანუ “სიკეთისა” და “ბოროტების” მორალურ კატეგორიათა მიღმა მდგომი არსი;

    i)ისტორიულ-სოციოკულტურული მახასიათებელი _ მეფისტოფელი, ვითარცა მოდერნის ეპოქის უტილიტარული, კოლონიზატორული, ექსპანსივისტური და მოძალადე სულის/სულისკვეთების განსახიერება.

     

    გამოყენებული ლიტერატურა:

     

    ბრეგაძე, კ. (2024). გოეთეს „ფაუსტი“: სიმბოლიკა და პოეტიკა, თბილისი: „მერიდიანი“

    Anderegg, J. (2013). Zum Teufel mit dem >>heiligen Original<<. Überschreibung biblischer

    Vorlagen in Goethes „Faust“, Goethe-Jahrbuch, Bd. 130, p. 109-122, Göttingen: Wallstein

    Gaier, U. (2001).  Erläuterungen  und  Dokumente: Johann  Wolfgang  Goethe. “Faust. Der

    Tragödie Erster Teil”, Stuttgart: Reclam

    Goethe, J. W. (2000). Faust. Der Tragödie Erster Teil, Stuttgart: Reclam

    Goethe, J. W. (2001). Faust. Der Tragödie Zweiter Teil, Stuttgart: Reclam

    Schmidt, J. (2011). Goethes “Faust”. Erster und Zweiter Teil. Grundlagen – Werk – Wirkung, 

    1. Aufl., München: Beck

    Vaget, H. R. (2002). „Mäßig boshaft“: Fausts Gefährte. Goethes Mephistopheles im Lichte

    der Aufklärung, Goethe-Jahrbuch, Bd. 118, p. 234-246, Weimar: Böhlaus

     

     

     

     

     

     

text and interpretation N2

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-29

გამოცემა

სექცია

სტატიები