ინტერპრეტაცია როგორც ტექსტის კინეზისი და ენტელექია

ავტორები

  • დავით ამირეჯიბი საქართველოს ფილოსოფიური პრაქსისის საზოგადოება ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ტექსტი და ინტერპრეტაცია, ენტელექია, ენერგია, კინეზისი, ჰერმენეფტიკული წრე, თეატრი, სემიოზისის აქტი, სუპერპოზიცია, მთლიანობა.

ანოტაცია

  კვლევის მიზანს წარმოადგენს ტექსტის და ინტერპრეტაციის ბუნების  ჰოლისტური ანალიზის მცდელობა არისტოტელესეული კატეგორიების - ენტელექია, ენერგია, კინეტიკა, და ტემპორალობის შესახებ არისტოტელეს და ჰაიდეგერის შეხედულებების საფუძველზე.

  "აქტი არის დასრულებულის ყოფნა, ხოლო საქმის კეთება (ენერგია) - ყოფნაა მოქმედებაში (კინეზისი), და რადგან ენერგია ერგონიდან არის დასახელებული, ის ასევე ვრცელდება საბოლოო დასრულებული ყოფნისკენ (ენტელექია)"1

  სიტყვებს  ენტელექია და ენერგია აქვთ მსგავსი შინაარსი, რომელიც გამომდინარეობს  ბერძნული სიტყვებიდან - τέλος, რაც ნიშნავს დასასრულს - მიზნის მიღწევას, და - exein, რაც ნიშნავს ყოფნას, უცვლელობას, მდგომარეობის შენარჩუნებას. არისტოტელეს ნეოლოგიზმები - ენტელექია და ენერგია, შეიძლება ითარგმნონ როგორც - ყოფნა მუდმივ ცვლილებაში, ისე, რომ არ დაკარგო თავისთავადობა (entelékheia as being-at-work-staying-itself). 2

    ენტელექია საბოლოო მიზნისკენ მსწრაფი მოქმედებაა, ხოლო ენერგია მოძრაობაა განპირობებული ქვემიზნების სტრუქტურით.

  არისტოტელესთან, მოძრაობის კატეგორია უნივერსალურია. ის არქმევს კინეზისს ნებისმიერ ცვლილებას, იჩენს რა ის თავს, როგორც მატერიალური პროცესი, თუ - აზროვნება, თხრობა, კითხვა, და სხვა.

    თუ ტექსტთან ურთიერთობას დავახასიათებთ, როგორც დროში და სივრცეში სიტყვების განფენის პროცესს, მათ კინეზისს, ენერგიას და ენტელექიას, მაშინ უნდა დავძინოთ, რომ ტექსტის, როგორც მთლიანობითი მოცემულობის წვდომის შესალებლობა უკავშირდება მოძრაობის რაობის და როგორობის ინტერპრეტაციის თავისებურებებს.

  სიტყვები იშლებიან წარმოსახვაში (φαντασία), ორგანიზმის სენსორულ რეპრეზენტაციურლ სისტემაში (SRS), აღქმის ვიზუალურ, აუდიალურ, გრძნობად და კინესთეტიკურ მოდალობებად - სხეულის მდგომარეობებად.

  ტექსტის მთლიანობის საკითხი სცილდება საკუთრივ სიტყვის საზღვრებს, და მოიცავს სხეულს, როგორც სიტყვის დაბადების, განვრცობისა და ამოქმედების სივრცეს.

  ინტერპრეტაციის მექანიზმს აქვს ტემპორალური ბუნება, რომელსაც საფუძვლად უდევს სემიოზისის აქტი - სიტყვის და სხეულის მთლიაპიროვნული მოდიფიკაცია (განწყობა), რასაც არისტოტელე უწოდებს პირველ ენტელექიას, მამოძრავებელს  - „ფიქრს დაკავშირებულს მატერიასთან (λόγοι νυλοι)“. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ თეატრალური მოქმედება, რომლის ბუნება სიტყვების გაშლაა დროში და სივრცეში, სცენაზე. მათი ტრანსფორმაცია ხილულ, მოძრავ, ცოცხალ სამყაროდ, სადაც ყოველი ფიზიკური მოქმედება განპირობებლია არამატერიალური, სულიერი მიზეზით - ტექსტის ენერგიით და ენტელექიით.

  როგორც კი სიტყვა იძენს სხეულს, და შლის თავის თავს სცენაზე,  დგება ტექსტის ჰერმენეფტიკის პრობლემა, რომელიც არსებით კავშირშია დროსა და სივრცეში მისი დინამიკის აღქმისა და გააზრების საკითხთან, ტექსტის ჰოლისტური ინტერპრეტაციის ტემპორალურ ბუნებასთან, რომელიც აღიწერება ჰერმენეფტიკული წრის მოდელის საშუალებით.

  ინტერპრეტაცია ტექსტის ატრიბუტია - უკავშირდება მის მნიშვნელობათა სისტემაში მოძრაობის ჰერმენეფტიკულ სტრატეგიას.

  ტექსტის, თუ თეატრალური წარმოდგენის ყოველი აქტუალური მომენტის მნიშვნელობის წვდომა საჭიროებს მის ინტერპრეტაციას - გააზრებას მთლიანობით ტემპორალურ კონტექსტში, არა მხოლოდ წარსულთან კავშირში, არამედ მომავლის ანტიციპაციის საფუძველზე.  

  ტექსტის ინტერპრეტაცია ვითარდება ინტეგრალური, ტემპორალური ანალიზის სამი  მიმართულებით: - აქ და ამჟამად მოცემული მომენტის განცდა, მისი მნიშვნელობის წვდომა -ინტროსპექცია;   უკვე განვლილი გზის გადახედვა და გააზრება, ნარატივის ისტორიის შეკვრა, ენერგიების შეჯამება - რეტროსპექცია;    მყოფადის მიზნობრივი სტრუქტურის კონსტრუირება (ენტელექია) - ანტიციპაცია, რეკონსტრუქცია.

   მოცემული მომენტის სემანტიკას განსაზღვრავს, არა მხოლოდ აქ და ამჟამად სიტუაციის განცდა, განვლილი გზის ანალიზი და მისი კავშირი აწმყოსთან, არამედ ტექსტის განვითარების ვექტორი მომავალში.

  მომავლის ანტიცპაცია, ჰერმენეფტიკური წრის პატერნის უმთავრესი ელემენტია - ენერგია, რომელიც გვაძლევს ტექსტის აქტუალური მომენტის, და მისი წარსული ისტორიის ჰოლისტური ინტერპეტაციის შესაძლებლობას.

ჰერმენეფტიკური წრის პატერნი ხასიათდება კინეზისის ურთიერთშემხვედრი ვექტორების დინამიზმით - 1) ინტერპრეტაციის აღმავალი, პროექციული ვექტორი: რეტროსპექცია - ინრეტროსპექცია - პროექცია;

2) ინტერპრეტაციის დაღმავალი, ანტიციპაციის ვექტორი: ანტიციპაცია - რეკონსტრუქცია.

  ინტერპრეტაციის შედეგი მთლიანი ტექსტის სემანტიკურ რეკონსტუქციაში მდგომარეობს.

ტექსტთან ურთიერთობის პროცესში, აქ და ამჟამად ყოველი მომენტის მნიშვნელობის წვდომის აქტი წარმოადგენს ინტერპრეტაციის ორი ტემპორალური ვექტორული ფუნქციის - პროექციის და ანტიციპაციის სუპერპოზიციას!

  წიგნის კითხვისას კონკრეტული ადგილის გაგება საჭიროებს წინა გვერდების გახსენებას, მაგრამ მისი ნამდვილი მნიშვნელობა მხოლოდ წიგნის ბოლო გვერდის წაკითხვის შემდეგ იხსნება.

 

გამოყენებული მასალა:

  1. არისტოტელე, მეტაფიზიკა 1050a 21-23.
  2. Joe Sachs. Aristotle: Movement. Internet Encyclopedia of Philosophy. https://iep.utm.edu/aristotle-motion/
  3. არისტოტელე.(1964). მეტაფიზიკა. თბილისი 1964. არისტოტელე.(2001). სულის შესახებ. თბილისი 2001.
  4. არისტოტელე.(2023).ფიზიკა. გამომცემელი : აზბუკა, 2023 (რუსულ ენაზე).
  5. დავით ამირეჯიბი. (2023). „მთლიანობის ქმნადობა“. სდასუ, ლექცია. David     Amirejibi’s School of Applied Psychology in YouTube. https://www.youtube.com/watch?v=D9JR3BkxRAQ
  1. დავით ამირეჯიბი, 2023. „მთლიანობის ქმნადობის სივრცეები - აკადემია, უნივერსიტეტი, თეატრი“, მოხსენება კონფერენციაზე - „კონსტანტობა და კონტექსტი (27.10.23)“, საქართველოს კულტურის სამინისტრო, ჩუბინაშვილის ცენტრი. მოხსენების ვიდეო ჩანაწერი და სტატია სამეცნიერო ჟურნალში - ARS GEORGIA https://new.georgianart.ge/magazine/2023(I%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98)/56 (https://www.youtube.com/watch?v=ijXDfDED-8o)
  1. დავით ამირეჯიბი, (2013) „მედიტაციის ენა ფსიქოთერაპიაში“. საჯარო ლექცია ილიაუნიში.  David Amirejibis School of Applied Psychology, YouTube https://www.youtube.com/watch?v=tAP8bfw1_Q4
  2. დავით ამირეჯიბი, 2022. „ორნამენტის ბუნების კვლევა ფუნდამენტური ონტოლოგიისა და განწყობის თეორიის თვალსაზრისით“. საქართველოს კუტურის სამინისტრო, ჩუბინაშვილის ცენტრი. კონფერენციის დასახელება - „ორნამენტი და კულტურა (05.2022)“. სტატია სამეცნიერო ჟურნალში - ARS GEORGIA. https://new.georgianart.ge/magazine/2022%20(I%20%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98)/9
  1. დავით ამირეჯიბი, 2023. „შექსპირის „ჰამლეტში’ „სათგურის“ სცენის ანალიზი ფსიქოსინთეზის თვალსაზრისით“, „ტექსტი და ინტერპრეტაცია" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის რეცენზირებადი, ელექტრონული, ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი (ISSN 2960-9461). https://interpretation.tsu.ge/index.php/main/article/view/2 https://interpretation.tsu.ge/index.php/main/article/view/2/2

ავტორის ბიოგრაფია

  • დავით ამირეჯიბი, საქართველოს ფილოსოფიური პრაქსისის საზოგადოება

    დავით ამირეჯიბი

    საქართველოს ფილოსოფიური პრაქსისის საზოგადოება

erekle

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-18

გამოცემა

სექცია

სტატიები