ერთი სემესტრი ჯოჯოხეთში (In Memoriam მიხეილ კვესელავა)
საკვანძო სიტყვები:
მიხეილ კვესელავა, ,,ფაუსტური პარადიგმები’’, ,,პოეტური ინტეგრალები’’, ,,ას ერგასის დღე’’ანოტაცია
სტატიაში გაანალიზებულია ცნობილ ქართველ ლიტერატურათმცოდნის, მწერალისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ კვესელავას შემოქმედებითი გზა, ადამიანის, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის მოდერნიზაციასა და საბჭოთა კლიშეებისაგან განთავისუფლებაში და რომელსაც ,,ტექსტი და ინტერპრეტაციის’’ 2025 წლის კონფერენცია და ჟურნალი ეძღვნება.
მიხეილ კვესელავას პირველი მნიშვნელოვანი ნაშრომი ,,ფაუსტური პარადიგმები’’ (1961) იყო, რომელიც ფაუსტურ თემას განიხილავს დიაქრონულ ჭრილში შუა საუკუნეების გემანული ლეგენდიდან მოყოლებული მეოცე საუკუნის მწერლებით დამთავრებული.
წიგნი, რომელმაც ფართო საზოგადოებაში პოპულარობა მოუტანა მიხეილ კვესელავას იყო მისი ტრილოგია ,,ას ერგასის დღე’, რომელიც 60-70-იან წლებში გამოქვეყნდა. ერთი შეხედვით წიგნი მემუარული ჟანრია და მას საფუძვლად ავტორის მიერ სამამულო ომისა და ნიურნბერგის პროცესის დროს ნაამბობი, განცდილი და გაგონილი დაედო საფუძვლად. თუმცა წიგნში ომის მოგონებებზე არა ნაკლები ადგილი ზოგად ლიტერატურულ და ფილოსოფიურ წიაღსვლებს ეთმობა, რომელიც ერთი კონკრეტული ომის, მეორე მსოფლიო ომის ზოგადსაკაცობრიო კონტექსტში გააზრებას ემსახურება და კეთილისა და ბოროტის, დანაშაულისა და სასჯელის, ადამიანურობის საზღვრებისა ძიებას წარმოადგენს.
მიხეილ კვესელავას ბოლო ნაშრომი ,,პოეტური ინტეგრალები’’ (1977) გალაკტიონ ტაბიძის პოეზიას იკვლევს თანამედროვე პოეზიის კონტექსტში. ავტორი სამი კატეგორიის ლექსს გამოყოფს და ამ სამიდან ბოლოს, რომელშიც რომელშიც პოეტური სემანტიკა ან მეტაფორების და სახეების ჩვეულებრივი სტრუქტურა თითქმის მთლიანად დარღვეულია, ინტეგრალურ პოეზიას უწოდებს. ნაშრომი სწორედ ამ ტიპის ლექსების ანალიზს ეძღვნება, რომელიც ლოგიკურ ჩარჩოებში ვერ თავდება და რომლის პროზად ,,მოყოლა’’ შეუძლებელია.
სტატიაში ასევე განხილულია ის ღვაწლი, რაც მიხეილ კვესელავას მიუძღვის ქართული კინემატოგრაფიისა და თეატრის განვითარებაში.
ლიტერატურა:
გელაშვილი, მ. (2012). ერთი სემესტრი ჯოჯოხეთში. წიგნში: ,,წახნაგები. წერილები ლიტერატურაზე’’. თბილისი, გამომცემლობა უნივერსალი,
კვესელავა, მ. (1961). ფაუსტური პარადიგმები. ორ ტომად. თბილისი, გამომცელობა ,,საბჭოთა საქართველო’’
კვესელავა, მ. (1967) ას ერგასის დღე : სამამულო ომისა და ნიურნბერგის პროცესის მონაწილის ნაამბობი, განცდილი და გაგონილი. წ. 1. თბილისი, საბჭ. საქართველო.
კვესელავა, მ. (1970). ას ერგასის დღე : სამამულო ომისა და ნიურნბერგის პროცესის მონაწილის ნაამბობი, განცდილი და გაგონილი წ. 2 : ევროპის მოტაცება. - თბილისი, საბჭ. საქართველო.
კვესელავა, მ. (1974). ას ერგასის დღე. წ. 3 : ნემეზიდას მახვილი. - თბილისი, საბჭ. საქართველო.
კვესელავა, მ. (1977). პოეტური ინტეგრალები: გალაკტიონ ტაბიძე და თანამედროვე პოეზია. თბილისი, საბჭოთა საქართველო