ამერიკელი მწერალი ჯუმფა ლაჰირი და მისი ლიტერატურული ტრიპტიქი

ავტორები

  • ქეთევან ანთელავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.55804/jtsu-2960-9461-2023-2

საკვანძო სიტყვები:

მიგრაცია, გაუცხოება, ასიმილაცია, იდენტობის პრობლემა, კულტურული კონფლიქტი

ანოტაცია

ინდური, უფრო ზუსტად კი, ბენგალიური წარმოშობის ამერიკელი მწერლის ჯუმფა ლაჰირის მითხრობათა კრებული უცხო მიწა (Unaccustomed Earth)  2008 წელს გამოვიდა და მაშინვე ნიუ-იორკ თაიმსის #1 ბესტსელერად იქცა. ათი წლით ადრე გამოსული მისი სადებიუტო მოთხრობების კრებული, სნეულებათა განმმარტებელი  (Interpreter of Maladies) 1999 პულიცერის პრემიით აღინიშნა. 2003 წელს გამოსულმა რომანმა სეხნია (The Namesake) მისი პოპულარობა გაზარდა და ამას  2006 წელს ამ რომანის მიხედვით შექმნილმა ფილმმაც შეუწყო ხელი. რომანის ეკრანიზაცია ასევე ბენგალელ რეჟისორ ქალს, მაირა ნაირის ეკუთვნის. ამჟამად ჯუმპა ლაჰირი იტალიაში ცხოვრებს.  ამერიკელი ავტორების იტალიისკენ სწრაფვა უცხო სრულიად არაა და ჯუმპა ლაჰირიც, ჰენრი ჯეიმსის რომანების პერსონაჟებივით თავით გადაეშვა ევროპულ გარემოსა და ახალ ცხოვრებაში. 2018 წელს მწერალმა გამოსცა იტალიურ ენაზე დაწერილი წიგნი სად ვარ? (Dove Mi Trovo). წიგნი  იტალიურ ენაზეა დაწერილია და ავტორისვე ინგლისურ თარგმანში ადგილსამყოფელი (Whereabouts) ჰქვია. მოგვიანებით, იტალიელი ავტორების ინგლისურად თარგმნის გამოცდილების საფუძველზე მან ესეების კრებული Translating Myself and Others  (2022)  დაეწერა.

ჯუმპა ლაჰირის მოთხრობებისა და რომანების მოქმედების ადგილი (ამერიკა, ინდოეთი, იტალია, ტაილანდი) ისეთივე მრავალფეროვანია როგორც თემები რომლებსაც ის ეხება: გარიგებით ქორწინება და ზოგადად ოჯახური პრობლემები, გაუცხოება, კულტურული ფესვების დაკარგვა და ძიება, ემიგრანტების თაობებს შორის არსებული სირთულეები და ასიმილაციის თავისებურებები, უმცირესობათა კოსმოპოლიტიზმი???. ყველა ეს პრობლემა პირადად მისთვის, როგორც მეორე თაობის ემიგრანტისთვისაც არაა უცხო და ამდენად მათი მხატვრული ასახვა კიდევ უფრო დამაჯერებელი და ფასეული ხდება.

ჯუმფა ლაჰისის ტრილოგია „ჰემა და ქაუშიკი“ კრებულ უცხო მიწის სხვა მოთხრობებისგან გამოირჩევა.  ამას თვითონ ავტორის მიერ მოთხრობების ცალკე, მეორე ნაწილად გამოყოფაც ცხადყოფს.  დაკვირვებულ მკითხველს უყურადღებოდ არ დარჩება, რომ სამივე მოთხრობას, ცხოვრებაში ერთხელ, წლის მიწურულს და ნაპირისკენ (Once in a Lifetime, Year’s End  Going Ashore)  სათაურშივე გამოტანილი, საერთო პერსონაჟები ჰყავს, ჰემა და ქაუშიკი. მოთხრობების ტრილოგიად მიჩნევის მთავარი მიზეზი კი მაინც ისაა, რომ  ისინი მხოლოდ ერთობლიობაში იძლევა სიუჟეტური თუ მხატვრული სიღრმეების აღქმის საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ ჯუმფა ლაჰირის ეს მოთხრობებიც მისთვის ტრადიციულ თემას, ემიგრაციას და მასთან დაკავშირებულ სირთულეებს და ტრავმებს ეხება, ტრილოგიის ჰემა და ქაუშიკი მთავარი ფოკუსი ემიგრანტების იდენტობის  არაერთგვაროვნება და  ჰიბრიდულობა, გაუცხოება და ამ სამყაროში, და არა მხოლოდ ახალ გარემოში, საკუთარი ადგილის პოვნაა. მკითხველი თვალს ადევნებს ერთ ზამთარს მასაჩუსეტში შემთხვევით შეხვედრილი გოგო-ბიჭის ცხოვრებას. მათი განვლილი გზები სავსეა ტკივილით, სიყვარულით, სიკვდილის მოლოდინითა და შიშით. ეს სერია შორსაა წმინდად ემიგრანტული ლიტერატურისგან. ძნელია არ დაეთანხმო მის მკველარს, რომელიც წერს, რომ ჰემა და ქაუშიკის ადგილას შესაძლებელია პატარა ქალაქის გარეუბანში მცხოვრები სმიტებისა და ტეილორების  შვილები იყვნენ, იმდენად ზოგადადმიანურ საკითხებს ეხება ეს ტრილოგია.

მიუხედავად იმისა, რომ აკადემიურ წყაროებსა და პოპულარულ პერიოდულ გამოცემებში ჯუმფა ლაჰირის ინდოელ-ამერიკელ ან სამხრეთ-აზიელ მწერლად მოიხსენიებენ, ის თავს ინდოელ მწერლად არ თვლის და უცხო მიწისთვის შერჩეული ეპიგრაფით ხაზს უსვამს მის მჭიდრო კავშირს ამერიკულ ლიტერატურულ ტრადიციებთან. ნათანიელ ჰოთორნის ციტატის გამოყენებით ის ერთის მხრივ, ხაზს უსვამს მის ერთგულებას ამერიკული ლიტერატურული ტრადიციის მიმართ და მეორე მხრივ, ამ კრებულის მთელი სულისკვეთებით და ასევე, პირადი გამოცდილებით, ერთგვარად პოლემიკაში შედის ეპიგრაფად გამოტანილ მოსაზრებასთან.

ავტორის ბიოგრაფია

  • ქეთევან ანთელავა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ასოცირებული პროფესორი

    ამერიკანისტიკა

text

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-27

გამოცემა

სექცია

სტატიები