ტ.ს. ელიოტის ტრადიცია და შეიმას ჰინის კრებული “ჩრდილოეთი”
საკვანძო სიტყვები:
ტ.ს. ელიოტი, შეიმას ჰინი, მოდერნიზმიანოტაცია
1977 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში ლიტერატურულ შთაგონებაზე საუბრისას ირლანდიელმა პოეტმა და დრამატურგმა შეიმას ჰინიმ ათზე მეტი პოეტი ჩამოთვალა, ხოლო როდესაც ტ.ს. ელიოტი უხსენეს, აღნიშნა, რომ მის გემოვნებაში დიდად არ ჯდებოდა (Deanne 1977, 66). მოგვიანებით პოეტმა დააკონკრეტა, რომ ელიოტი არ იყო მისთვის შთაგონების წყარო, არამედ „ლიტერატურული სუპერეგო და მუდმივი ზედამხედველი, რომლისგანაც უნდა გაიქცე“ (Heaney, 2002, 39). ეს აშკარა წინააღმდეგობა ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა და მოხსენებაში მისი ყველაზე აშკარა გამოვლინებებია განხილული. მოხსენების მიზანია იმის ჩვენება, რომ ელიოტის ტრადიციასთან მრავალწლიანმა დაპირისპირებამ ჰინის პოეზიაში ე.წ. პირადი ელიოტი ჩამოაყალიბა. შესაბამისად, განხილულია ყველაზე თვალშისაცემი სესხების მაგალითები ჰინის სხვადასხვა კრებულიდან, მაგალითად, „ნატურალისტის სიკვდილი“, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ელიოტის ტრადიციის სესხების ყველაზე საინტერესო შემთხვევას 1975 წელს გამოქვეყნებული კრებულიდან „ჩრდილოეთი“. ეს კრებული იმ პერიოდში გამოქვეყნდა, როცა ჰინი ელიოტს „ლუტერატურულ სუპერეგოდ“ მოიხსენიებდა და არაა გასაკვირი, რომ მას ეპიგრაფის სახით წამძღვარებული ჰქონდა მონაკვეთი ელიოტის რიგით მეოთხე, უკანასკნელი კვარტეტიდან „ლითლ გიდინგი“.
მიუხედავად იმისა რომ „ლითლ გიდინგიდან“ აღებული ეპიგრაფი ჰინის კრებულის კონცეპტუალურ საფუძველს ქმნიდა, „ჩრდილოეთის“ გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე პოეტმა საბოლოო ვარიანტში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა და მთელი ეს სექცია წაშალა. თუმცა, როგორც მოხსენებაში იქნება ნაჩვენები, ეს წაშლილი პარაგრაფი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჰინის პოეტური წარმოსახვისთვის.
კრებულის წაშლილ ეპიგრაფში, ელიოტი პარადოქსების ენის გამოყენებით ისტორიაში უდროო მომენტის პოვნაზე საუბრობს, რომელიც ისტორიისადმი საკუთარი თავის მიკუთვნებითა და ამავდროულად სრული განდგომით, დაშორებით მიიღწევა. ამ გაგებით, ეპიგრაფი არა მარტო იდეური საყრდენი და წყარო, არამედ კონცეპტუალური ჩარჩოცაა „ჩრდილოეთის“ ლექსებისთვის. მოხსენებაში ეპიგრაფის ციტირება და წაშლა ელიოტის ტრადიციისგან გაქცევის და ამავდროულად მისი გამეორების მცდელობად იქნება გაანალიზებული.
ლიტერატურა:
Heaney, S. (2022). Finders Keepers: Selected Prose 1971–2001. New York: Farrar, Straus, Giroux.
Deane, S. (1977) “Unhappy and at Home: Interview with Seamus Heaney.” Crane Bag 1 (Spring).