ლიტერატურული ტექსტის ინტერმედიალური ასპექტები დასავლეთ ევროპულ ესთეტიკურ ნააზრევში (XX-XXI სს. დასაწყისი)

ავტორები

  • ბაია კოღუაშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ინტერმედიალურობა, მითი, თეატრი, მუსიკა, ტრანსფორმაცია.

ანოტაცია

სტატიაში ყურადღება ექცევა საკითხის ისტორიას, ინტერმედიალურობის აქტუალობას, მის ფილოსოფიურ საწყისებს, ინტერმედიალურობის თეორიას თანამედროვე მიდგომებს პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე.

თანამედროვე ჰუმანიტარიის ერთ--ერთ აქტუალურ დაა პრობლემურ საკითხად რჩება „ინტერმედიალურობის“ განსაზღვრება. არ არსებობს ერთიანი ტერმინოლოგიური ბაზა და ამიტომ მკვლევრებს ამ საკითხის თეორიისადმი სხვადასხვაგვარი მიდგომები გააჩნიათ. „ინტერმედიალურობის“ ცნების წარმოშობის პერიოდის დადგენასთან დაკაშირებით მთავარ ამოცანად რჩება ერთიანი წარმოდგენის ფორმირება ამ საკმაოდ რთულ ფენომენზე. თანამედროვე ეტაპზე ეს ფენომენი მისი ფართო მნიშვნელობით მოიაზრება, როგორც უნივერსალური მხატვრული პრინციპი, ლიტერატურის პირველსაწყისი და უფრო ვიწრო გაგებით, როგორც ავტორის სტრატეგია, რომელიც განიხილება როგორც ტექსტის ორგანიზაციის საშუალება და ანალიზის მეთოდოლოგია.

სტატიაში ნაჩვენებია ამ საკითხის კვლევისადმი მიდგომების სხვადასხვა მიმართულებები, ტერმინის სხვადასხვა მნიშვნელობის სისტემატიზაციების ცდები, მათ  შორის ვ. ვოლფის, ი. შროტერის, ო.ა. ჰანზენ ლიოვეს და სხვათა. ამ მოსაზრებებს შორის კი ინტერმედალურობაზე, როგორც ტექსტების კორელაციაზე, ყველაზე ზუსტი, ალბათ, არის მხატვრული ნაწარმოების ისეთი სტრუქტურების ფიგურალური არსებობა, რომლებიც შეიცავენ ხელოვნების სხვა დარგების ინფორმაციას.

თეორიული მიდგომების გვერდით ძალიან ფართოა პრაქტიკული ხასიათის კვლევები რაც, ბუნებრივია, ეყრდნობა მკვლევრების მიერ ტექსტების ანალიზს. ეს კი  იძლევა დასკვნების გაკეთების საშუალებას. ინტერმედიალურობის მრავალი ნიმუში XX ს. და XXI ს. დასაწყისის ლიტერატურაში კინემატოგრაფსა და ფერწერაში, მუსიკასა თუ დრამატურგიაში, რომლებიც ღებულობენ სხვადასხვა ფორმებს, მეტყველებენ ამ მოვლენის ფართო მნიშვნელობაზე, როგორც მთლიანად ამ პერიოდის ლიტერატურული და კულტურული პროცესისთვის, ასევე, ზოგიერთი ავტორის შემოქმედებისათვის, ნაწილობრივ. სწორედ ამასთან კავშირში ძალზედ აქტუალურად მიგვაჩნია კონკრეტული ნაწარმოებების ანალიზი ინტერმედიალურობის ჭრილში, რაც მოცემულია აღნიშნულ სტატიაში.(ევრიპიდე, პ. კორნელი, უ. შექსპირი, თ. მანი)

საინტერესოა ინტერმედიალურობის ასპექტების შესწავლა XX-XXI სს. ავტორების ლიტერატურული ტექსტების ინტერპრეტაციის მასალებზე და განსაკუთრებით, მედეას თემის ანტიკურ სიუჟეტზე დაყრდნობით, რომელიც წარმოადგენს ინეტერმდიალურობის უნივერსალური მოვლენის ნიმუშს ამ პერიოდის კულტურისთვის. შესაბამისად, ნაშრომში მაგალითების სახით, მოყვანილია მხატვრული ტექსტები და მათი ტრანსფორმაცია ხელოვნების სხვადასხვა დარგში.

 ნაშრომში განხილული და გაანალიზებულია  ისეთი საკითხები, როგორიცაა: ხელოვნების დარგების ურთიერთმიმართება და ინტერმედიალურობის ცნების გაგება ისტორიული პარადიგმის ჭრილში, ინტერმედიალურობის კონცეფციის სისტემატიზაცია და ანალიზი საზღვარგარეთულ ლიტერატურათმცოდნეობაში, ამ ფენომენის ცნების გაგებისა და დაზუსტებისთვის, ხელოვნების სხვა დარგებზე ანტიკური და სხვა ლიტერატურული ტექსტების ზეგავლენის კომპლექსური ანალიზი  დაა  ტრანსფორმაცია XX-XXI სს.  ევროპულ  მხატვრულ ცნობიერებაში (ლიტერატურა და ფერწერა, ლიტერატურა და მუსიკა, ლიტერატურა და თეატრი, ლიტერატურა და კინო.)

 

გამოყენებული ლიტერატურა:

კოღუაშვილი ბ. (2022). მედეა როგორც უცხო მე-20 საუკუნის ამერიკულ დრამატურგიაში. მე-9 საერთაშორისო კონფერენცია ამერიკისმცოდნეობაში. სტატიების კრებული. ქუთაისი, აწსუ,  გვ. 128-149

კოღუაშვილი ბ. (2016). მედეას სახის ინტერპრეტაციისათვის მე-20 ს. ამერიკულ სცენაზე. მე-8 საერთაშორისო კონფერენცია ამერიკისმცოდნეობაში. სტატიების კრებული. ქუთაისი, აწსუ,  გვ. 186-197

მიქელაძე გ. ვ. (1991). „ზოგიერთი ტენდენციის შესახებ რიჰარდ შტრაუსის მუსიკალურ თეატრში“

ქავთარაძე მ. (2019). მედეას სახის ინტერპრეტაცია მუსიკაში. შედარებითი ლიტერატურის კრებული 2. შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი  გვ. 360

Cécile Auzolle. (2003). L’opéra comme lieu de recherche et de création : Médée

Michèle Reverdy. (2009). https://www.erudit.org/fr/revues/sqrm/2009-v10-n2-sqrm04131/1054091ar

Rajewsky I. (2005). Intermediality, Intertextuality, and Remediation: A Literary Perspective on Intermediality // Intermédialités. №6 (Automne).

Schröter J. Intermedialität. https://www.theorie-der-medien.de/text_detail.php?nr=12

Вагнер P. (1978). Избранные Работы M. Искусство

Ванслов B.B. (1966). Эстетика Романтизма M. Искусство

Лосев А. Ф. (1986). Античная Литература M. Просвещение

Сабанев Л.Л. (2000). Воспоминания о Скрябине. М. Классика XXI в.,

text and interpretation N2

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-25

გამოცემა

სექცია

სტატიები