12 პაემანი როგორც ნუგეში
საკვანძო სიტყვები:
ალექსიძე, ბოეთიუსი, ბიბლია, რეჯინალდ როუზიანოტაცია
მარიამ ალექსიძის მულტიმედიური თანამედროვე ბალეტი „12 პაემანი“ ორთაჭალის ყოფილ ციხეში 2021 წელს დაიდგა. სპექტაკლი რენტგენის ეფექტით ციხის შიდა სამყაროს, პატიმრის და მისი ოჯახის სულიერი მდგომარეობის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც დამდგმელი ქორეოგრაფი მაღალმხატვრული გამომსახველობითი ფორმებით მრავალმხრივ და საინტერესოდ წარმოგვიდგენს. სპექტაკლი ერთ კონკრეტულ ამბავს ან/და სიუჟეტს არ ეფუძნება, არამედ პირიქით, ქორეოგრაფიული დრამატურგიის, პლასტიკის, ადგილის, მუსიკისა და ვიდეოპროექციის სინთეზით, მხატვრული, ალეგორიული, ალუზიური, ემოციური ველი იქმნება, რომელშიც მაყურებელი თავად ხდება ციხის რეალობის ნაწილი. პატიმართან პაემანზე მისული 12 სხვადასხვა ასაკის ქალის (დედის, ბებიის, ქალიშვილის, ცოლის) უსიტყვოდ, სხეულის ენით გამოხატული ემოციით მოყოლილი შეხვედრა, ფიქრები, ტკივილი, განცდები და ტანჯვა, როგორც საბჭოთა წარსულს, 1937 წელს დაპატიმრებულთა, გადასახლებულთა თუ დახვრეტილთა ოჯახებს, ისე პოსტ-საბჭოურ და უახლეს ქართულ წარსულს მოგვაგონებს. თუმცა, მძიმე ისტორიის მქონე ადგილის პარალელურად, თანამედროვე ქორეოგრაფიული მხატვრული ხერხებით გამოთქმული აზრები, უფრო ღრმა ფილოსოფიურ, რელიგიურ თუ კინემატოგრაფიულ-ლიტერატურულ პლასტებს ატარებს, რომელზეც ამავე თანმიმდევრობით ვისაუბრებ:
- ფილოსოფიის ნუგეში;
- ბიბლიური ალუზიები;
- კინემატოგრაფიული ალუზიები;
- სამაია - მედეა, ფედრა, კარმენი.
ლიტერატურა / წყაროების მითითება
ბოეთიუსი „ფილოსოფიის ნუგეში“, თარგმა გვანცა ფოფხაძემ, გამომცემლობა „ლოგოსი“, 2015.
ახალი აღთქმა და ფსალმუნები, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 1993.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 ტექსტი და ინტერპრეტაცია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.
