აბსურდი და ეგზისტენციალიზმი კაზუო იშიგუროს რომანში „არასოდეს გამიშვა“

ავტორები

  • ლილიანა გოგიჩაიშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

აბსურდი და ეგზისტენციალიზმი კაზუო იშიგუროს რომანში „არასოდეს გამიშვა“

ანოტაცია

წარმოშობით იაპონელი, ბრიტანელი  ავტორის, თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის კაზუო იშიგუროს შემოქმედება თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროში გამორჩეულ ადგილს იკავებს. 1989 წელს ბუკერის, 2017 წელს კი ნობელის პრემიის მფლობელი მწერლის ნაწარმოებები ერთი ამოსუნთქვით იკითხება; მკითხველს კი მუდამ თან სდევს ემოციური დაძაბულობის განცდა. ავტორი, როგორც ჩანს, კარგად იცნობს ადამიანთა სუსტ და ძლიერ მხარეებს და საკუთარ პერსონაჟებს ხშირად მორალური დილემის წინაშე მყოფებს გვიხატავს. იშიგუროს პერსონაჟებისთვის რთულია რეალობასთან გამკლავება, არსებული პრობლემების გადაჭრა, თუმცა მათთვის შვებისმომგვრელია არსებული მოცემულობისთვის თვალის გასწორება, დასმულ შკითხვებზე პასუხების არა გარედან მიღება, არამედ საკუთარ თავში აღმოჩენა და თვითჰარმონიამდე მისვლა.

„არასოდეს გამიშვა“ იშიგუროს 2005 წელს გამოცემული დისტოპიური ჟანრის რომანია. წიგნში საუბარია კაცობრიობისთვის ერთ-ერთ ყველაზე დელიკატურ, სახიფათო, არც ბოლომდე წარმოუდგენელ რეალობაზე- ადამიანთა კლონირებაზე. კლონირებული პერსონაჟების სახით მწერალი ყველაზე ჰუმანურ, მოაზროვნე, მგრძნობიარე, ემოციურ, ადამიანური განცდებით სავსე მხატვრულ სახეებს ქმნის;  მათი ემოციური მდგომარეობა იმდენად ნამდვილი და ცოცხალია, რომ იშიგუროს პერსონაჟები შესაძლოა ნებისმიერ ადამიანზე უფრო მეტად ადამიანურად მივიჩნიოთ.

წიგნი სხვადასხვა თვალსაზრისით შეიძლება განვიხილოთ; შესაძლოა პოლიტიკურ ან სატრფიალო რომანად, ან სულაც ტრილერად აღვიქვათ, თუმცა მისი მთავარი ხაზი  ეგზისტენციალიზმია. თავისუფალი ნების არ არსებობა, წინასწარგანსაზღვრულობა, სხვის სცენაზე მარიონეტად ყოფნა და ამ ყველაფრისგან თავის დაღწევის ამაო მცდელობა -  ეს ის რეალობაა, რომელშიც ნაწარმოების მოქმედ გმირებს უწევთ ცხოვრება. შეიძლება თუ არა კლონსაც ჰქონდეს სურვილი, ემოცია, არჩევანის თავისუფლება, საკუთარ სხეულზე ბატონ-პატრონობის უფლება? მოცემული შეკითხვები მკითხველს  ეგზისტენციალურ სიღრმეებში ამოგზაურებს. გასაოცარია იშიგუროს თხრობის მანერა. მიუხედავად იმისა, რომ სასტიკ, შემაძრწუნებელ  მოცემულობაზე მოგვითხრობს, არსებულ რეალობას აღმოსავლური სიმშვიდითა და სიდინჯით გადმოსცემს. მიუხედავად ავტორის აუღელვებელი ტონისა, მკითხველი მთლიანად მონუსხულია ამბის შემზარავი არსით და უჩნდება განცდა, რომ ერთ დღესაც შესაძლოა თავადაც ანალოგიური ექსპერიმენტის მსხვერპლი გახდეს, ისეთი ექსპერიმენტისა, რომელიც ადამიანის მთავარ მორალურ საკუთრებას- არჩევანის თავისუფლებას ანადგურებს და პიროვნებას ჩვეულებრივი მოხმარების საგნად აქცევს.

წინამდებარე ნაშრომში განხილულია ეგზისტენციალიზმის როლი კაზუო იშიგუროს რომანში „არასოდეს გამიშვა.“ წარმოჩენილია აბსურდის ფილოსოფიის გავლენა ნაწარმოებზე. იშიგუროს ტექსტის მხატვრული ქსოვილი შედარებულია მისი წინამორბედი ავტორების ნამუშევრებთან; გაანალიზებულია ტექსტში გამოყენებული ლიტერატურული და მუსიკალური ალუზიები.

        

გამოყენებული ლიტერატურა:

იშიგურო. კ. (2017) არასოდეს გამიშვა. მანანა ღოღობერიძის რედაქციით. თბილისი: გამომცემლობა პალიტრა L

ლუ ვ. (2020).  Lu, W. Sci-Fi Realism and the Allegory of Dystopia: With Kazuo Ishiguro’s Never Let Me Go as an Example. Comparative Literature Studies57(4), 702–714. https://doi.org/10.5325/complitstudies.57.4.0702

მაკდონალდ კ. (2007). MCDONALD, K. DAYS OF PAST FUTURES: KAZUO ISHIGURO’S “NEVER LET ME GO” AS “SPECULATIVE MEMOIR.” Biography30(1), 74–83. http://www.jstor.org/stable/23540599

სემალკ მ. (2018)  Semelak, M. The suffering of existence in Kazuo Ishiguro’s Never Let Me GoDOI:10.1515/aa-2018-0008

ქაროლ რ. (2012).  Carroll, R. Imitations of life: cloning, heterosexuality and the human in Kazuo Ishiguro’s Never Let Me Go. In Rereading Heterosexuality: Feminism, Queer Theory and Contemporary Fiction (pp. 131–148). Edinburgh University Press. http://www.jstor.org/stable/10.3366/j.ctt3fgtnm.10

ტექსტი და ინტერპრეტაცია N2

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-09

გამოცემა

სექცია

სტატიები