ტრადიცია, როგორც ტექსტის ინტერპრეტაცია
DOI:
https://doi.org/10.55804/jtsu-2960-9461-2023-7საკვანძო სიტყვები:
პოსტმოდერნიზმი, რიჩარდ ბერსი (ბერენგარტენი, პაუნდი, ელიოტიანოტაცია
პოსტმოდენიზმი ლიტერატურულ ტექსტს მიიჩნევს არა, როგორც რეალობის მიბაძვითა და მისი ასახვით შექმნილ პროდუქტს, არამედ უკვე არსებული ტექსტის ახალ, ავტორისეულ წაკითხვად და ახლად გადაწერად. ამიტომ, პოსტმოდერნული ტექსტი არ არსებობს იმ კონტექსტის გარეშე, რომლის ციტირებას, პაროდირებას, რეფერირებასაც იგი ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად ახდენს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პოსტმოდერნისტ ავტორთა უმეტესობისათვის ინტერტექსტუალობა გაცნობიერებული მხატვრულ ხერხს წარმოადგენს, რომელიც შემოქმედებითი თამაშისა და თამამი ექსპერიმენტირების საშუალებას იძლევა.
თანამედროვე ბრიტანელი პოეტი რიჩარდ ბერნსი (ბერენგარტენი) ერთერთი საინტერესო ავტორია, რომლის შემოქმედებაში სხვა ცნობილი ტექსტების პოსტმოდენისტული ვარიაციები ძალიან საინტერესო მხატვრულ ქსოვილს წარმოქმნის. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები გასული საუკუნის 90-იან წლებში შექმნილი პოემა სახლელად ,,მენეჯერი’’, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის პასუხი და პოსტმოდერნული წაკითხვაა მაღალი მოდერნიზმის ისეთი ავტორების, როგორიც ტომას სტირნზ ელიოტი და ეზრა პაუნდია.
ბერნსს არაერთხელ უთქვამს ინტერვიუებში, რომ იგი ისტორიას აღიქვამს, როგორც დაუსრულებელ წინადადებას, რაც იმას გულისხმობს, რომ ესა თუ ის ქმნილება მუდმივ დინამურ დიალოგშია ქრონოლოგიურად მის წინ და მის შემდეგ შექმნილ ნაწარმოებებთან. ტრადიციის ამგვარი აღქმა კარგად ჩანს მის მხატვრულ ნაწარმოებებსა და ესეებშიც. ამიტომ ბერნსის ,,დიდი ნარატივი’’ ბუნებრივია, რომ დიალოგშია მოდენიზნის ორ უმთავრეს ტექსტთან – ელიოტის ,,უნაყოფო მიწასა’’ და პაუნდის ,,კანტოებთან’’. საინტერესოა, რომ რიჩარდ ბერნსი თვითონ ახასიათებს თავის პოემას, როგორც გაცნობიერებულ, გააზრებულ ,,პასუხს ელიოტის ,,უნაყოფო მიწაზე’’ (ბერნსი: 2002).
მაღალი მოდერნიზმის გამოცდილების გადამუშავება, ამ ნაწარმოებების ინტერტექსტად გამოყენება კარგად ჩანს არა მხოლოდ ბერნსის ნაწარმოების აზრობრივ, კონცეპტუალურ მხარეში, არამედ მხატვრული ფორმიდანაც. უპირველესი მსგავსება, რაც მაშინვე გვხვდება თვალში ნაწარმოების თავუსუფალი ფორმაა, რომელიც სრულიად განსხვავდება ტრადიციული, კონვენციური პოემისაგან. ფრაგმენტულობა, ქაოტურობა, ნარატივის დანაწევრება, ლიტერატურული ალუზიებისა და რემინისცენციების სიუხვე – ყველა ეს თვისება, რომელიც მოდერნიზმს ახასიათებდა თავს იჩენს ამ ნაწარმოებშიც.
პოსტმოდერნისტი ბერნსი თავისი დიდი მოდერნისტი წინამორბედების მსგავსად, ნაწარმოების ფრაგმენტულობას გარკვეულ მხატვრულ ხერხად იყენებს, რომელიც XX საუკუნის ბოლოს მცხოვრები ადამიანის გახლეჩილ ცნობიერებასა და ეგზისტეციურ გაუცხოებას გამოხატავს. მოდერნისტული პოეზიის მსგავსად ფრაგმენტულობა უფორმობას კი არ ნიშნავს, არამედ ელიოტისა და პაუნდის თეორიული ნააზრევისა და პოეზიის შემდეგ გარკვეულ ნიშნადობას იძენს. ბერნსის პოემაში მრავალ სხვადასხვა თემათა შორის მხატვრული ფორმის დანიშნულების საკითხიც დგას. პოსტმოდენისტული ტექსტისათვის დამახსიათებელი თვითრეფლექსიურობა ამ ნაწარმოებში უპირველეს ყოვლისა სწორედ იმაში გამოიხატა, რომ ტექსტი თავისი მხატვრული ფორმის ახსნასა და განმარტება/კომენტირებას თვითონვე შეიცავს. ხშირად ამ ფუნქციას – ელიოტისა და პაუნდის ტექსტზე ალუზიები ასრულებენ, ისევე როგორც, პოემაში ერთერთ ხმად/პერსონაჟად პაუნდის შემოყვანა.
ავტორს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მოდერნისტების ძიებები, ან როგორც თვითონ ამბობს ,,ახალი ხიდების შენება’’, აიძულებს მათ უარი თქვან უკვე მიღებულ კონვენციურ ფორმებზე. ამასთანავე მაღალი მოდერნიზმის მიერ შემოტაილმა ინოვაციებმა უკვე თავად წარმოქმნა გარკვეულო ტრადიცია, რომელსაც პოსტმოდერნიზმმა უნდა უპასუხოს. მართლაც, ბერნსის პოემა ,,მენეჯერი’’ XX საუკუნის დასასრულის ადამიანის ირონიული პასუხია XX საუკუნის 20-იან წლების მაღალი მოდერნიზმის მსოფლხედველობასა და პოეტიკაზე. ამიტომ, ბუნებრიცია, რომ მას ელიოტის ,,უნაყოფო მიწისა’’ და ეზრა პაუნდის ,,კანტოების’’ აჩრდილი თან სდევს. ამ ტექსტების ციტირება, კომეტირება, პაროდირება წარმოქმნის იმ რთულ პოსტმოდერნიტულ ჰიპერტექსტს, რომელიც ახალი ეპოქის პასუხია მოდერნიტული ეპოქის კანონიკურ ტექსტებზე. როგორც თვითონ ავტორი აღნიშნავს: ,,თუ ,,უნაყოფო მიწასა’’ და ,,კანტოებს’’ მოდერნიზმის პარადიგმად მივიღებთ, მაშინ ,,მენეჯერი’’ მოდერნიზმის კრიტიკაა. (ბერნსი 2002). თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბერნსის პოემა მხოლოდ კრიტიკა არ არის, რადგან ავტორი კარგად აცნობიერებს იმ სიახლეს, რაც მოდერნიზმმა მოიტანა და რომლის გარეშეც მისი პოემის, ისევე როგორც ზოგადად პოსტმოდერნიზმის არსებობა შეუძლებელი იქნებოდა.
ლიტერატურა:
ბერნსი რ. (2001) Burns, Richard. The Manager. A poem. Elliott & Thompson. London & Bath. UK.
ბერნსი რ. (2002). Burns, Richard, “The Manager: Eliot’s ‘influence’”. http://www.richardburns.eu/site/Eliot-influence.html
გელაშვილი მ., კობახიძე თ. (2015). Manana Gelashvili & Temur Kobakhidze, The Manager:
Tradition and the Individual Talent. In: The Companion to Richard Berengarten Edited by
Norman Jope, Paul Scott Derrick and Catherine E. Byfield. Published by Shearsman Books Ltd,
- Pp. 240-250.