სათადარიგო ჰამლეტი

ავტორები

  • დავით მაზიაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.55804/jtsu-2960-9461-2023-14

საკვანძო სიტყვები:

შექსპირი, ჰამლეტი, პრინცი ჰარი, უინძორები, ბრიტანეთის მონარქია

ანოტაცია

წარსული არასდროს კვდება. მეტიც, ის წარსულიც კი არაა.

უილიამ ფოლკნერი

 

2023 წელს, ბრიტანეთის, ამერიკის თუ მთელი მსოფლიოს წიგნის მაღაზიების დახლები პრინცი ჰარის მემუარებით გაივსო. „სათარიგოს“ (Spare) გამოცემას ბრიტანეთის ისტორიით, კულტურით, პოლიტიკითა თუ თანამედროვებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო სპექტრი ელოდა. ბაკინგემში განვითარებული არაერთი სკანდალური მოვლენის შემდეგ, ყველას აინტერესებდა რას დაწერდა უფლისწული დედოფალ ელისაბედზე, დედაზე, მამაზე, ძმაზე, ბაბუაზე და ზოგადად სამეფო ოჯახზე. წიგნის პოპულარობა იმანაც განაპირობა, რომ ის, ასე ვთქვათ „ინსაიდერის“ თვალით გვიჩვენებს, ერთ-ერთ ყველაზე დახურულ და პოპულარულ სამეფო ოჯახს, რომლის მიმართ მსოფლიოს ინტერესი, ნეთფლიქსის სერიალის, „გვირგვინის“ (The Crown) გარდა, 2022 წელს დედოფალ ელისაბედ II-ს დაკრძალვის ცერემონიალმაც ცხადყო. 

ინგლისის და მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, სასახლიდან გამოსული ყველაზე ცნობილი და ტრაგიკული ამბავი ალბათ შექსპირის „ჰამლეტია“, რომელიც დღემდე ლიტერატურისა და თეატრის სამყაროს განსჯისა და განხილვის თემაა. შექსპირის დროს, სწორედ თეატრი იყო წიგნის მაღაზია, პრესა, ტელევიზია, კინო თუ სერიალი, სადაც იმდროინდელი საზოგადოება სასიყვარულო, პოლიტიკურ თუ რელიგიურ ამბებს იგებდა. სათაგურის სცენაში, თავად ჰამლეტიც ხომ მსახიობების დახმარებითა და სპექტაკლის წარმოდგენით ადგენს სიმართლეს.

ბაკინგემის, უინძორის, სენტ ჯეიმზის, ბალმორალისა თუ კენსინგტონის სასახლეში მიმდინარე ისტორიები, ახალი დრამების, ტრაგედიებისა თუ კომედიების გენეზისია და ფაქტია, რომ შექსპირის შემოქმედება ბრიტანეთის სამეფო კარის „გენეტიკურ კოდად“ იქცა. უინძორების სამეფო ოჯახის ისტორიები, შექსპირის ბევრ პიესას მოგვაგონებს, მაგრამ დღეს ალბათ ყველაზე მეტად „ჰამლეტს“, რადგან პრინცი ჰარის მემუარები, ბაკინგემის ელსინორიზაციას გვთავაზობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდნარე, სტატიაში პრინცი ჰარის წიგნი „სათადარიგო“, შექსპირის „ჰამლეტსაა“ შედარებული და ტექსტების ლიტერატურულ-ტექსტუალური და სოციო-კულტურული თავისებურებები გააზრებულია კომპარატივისტული კვლევის მეთოდით.

 

ლიტერატურა:

 

მაზიაშვილი, დავით, (2021). „შექსპირის პოსტმოდერნიზმი“

    (პროზა, დრამატურგია, თეატრი), გამომცემლობა „24 საათი“, თბილისი,

შექსპირი, უილიამი, (1980). „ჰამლეტი“, „საბჭოთა ხელოვნება“, თბილისი.

პრინცი ჰარი, (2023).Prince Harry, “Spare”, Random House, New York, 2023.

შექსპირი უ. Shakespeare William, Hamlet http://shakespeare.mit.edu/   hamlet/full.html

ავტორის ბიოგრაფია

  • დავით მაზიაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ასოცირებული პროფესორი

    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-17

გამოცემა

სექცია

სტატიები