რომანის განვითარების ზოგიერთი ასპექტისათვის მეოცე საუკუნეში და ოცდამეერთე საუკუნის კრიზისი

ავტორები

  • პაატა ჩხეიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

რომანის ისტორია, მოდერნიზმი, ჯეიმზ ჯოისი, უილიამ ფოლკნერი

ანოტაცია

როგორც არისტოტელე ამბობს, ასახვა ხდება მოქმედებს საშუალებით . . . და ტრაგედია (ზოგადად თხზული პ. ჩ.) არის ასახვა არა ადამიანთა, არამედ მოქმედებისა. ამგვარად, არისტოტელე ლიტერატურულ თხზულში პირველ ადგილზე ამბავსა და მოქმედებას აყენებს. თუმცა ევროპული თხზულის განვითარების გრძელ გზაზე ამბავი, მოქმედება ყოველთვის არ იყო პრიორიტეტი და დიდ მწერლები ხშირად განსჯასა და აღწერას ამჯობინებდნენ. ჯეიმზ ჯოისმა შემოქმედება ამბითა და მოქმედებით დაიწყო, რითაც ერთის მხრივ იმპრესიონისტებს შეეხმიანა და მეორე მხრივ მკითხველს გაუშინაურდა. შემდგომ იყო „ხელოვანის პორტრეტი“, სადაც არჩეული გზაც გააგრძელა და მოლოდინიც აღძრა ინტელექტუალი მკითხველის გულში. ამას მოჰყვა ულისე,სადაც განსჯა და აღწერა ბევრად სჭარბობს მოქმედებას. ამით, მაღალი მოდერნიზმის მეტრმა მაღლიდან გადმოხედა მკითხველს და შესთავაზა შენ ამოდიო. და მერე იყო „ღამისთევა ფინეგანისათვის“.ხოლო უილიამ ფოლკნერმა ამბითა და მოქმედებით დაიწყო („სარტორისი“), მაგრამ რაკი იგიც მაღალი მოდერნიზმის წინამძღოლი იყო, „ხმაურსა და მძვინვარებაში“ გაუძნელა მკითხველს მასთან მისვლა. ასეც გაგრძელდა მის შემოქმედებაში, მაგრამ ამბავი და მოქმედება არასოდეს დავიწყებია და არც უკან გადაუწევია. მოხსენების მიზანია გასცეს პასუხი კითხვას - საით წავიდოდა ევროპული რომანი „ფინეგანის“ გზით რომ წასულიყო? ერთი მხრივ მწერალთა რიცხვი შემცირდებოდა უკიდურესობამდე და მეორე მხრივ მკითხველი გაქრებოდა. მოხსენებაში იკვეთება აზრი, რომ ოცდამეერთე საუკუნემ დემოკრატიული მწერლობა ამჯობინა. თუმცა არსი საგულისხმო მცდელობანი ისტორიულ და სამეცნიერო თხზულში, მაგრამ დიდი მწერლობა აღარ ჩანს, ხოლო პაპსა მბრძანებლობს.

ავტორის ბიოგრაფია

  • პაატა ჩხეიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

    პროფესორი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

     

text

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-28

გამოცემა

სექცია

სტატიები