სარა კეინის „განწმენდილნი“ და ჯორჯ ორუელის „1984“-ის ინტერპრეტაცია პიესაში

ავტორები

  • თათია სიბაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.55804/jtsu-2960-9461-2023-19

საკვანძო სიტყვები:

კეინი, განწმენდილნი, სახეში მოხლილი თეატრი, ორუელი, 1984

ანოტაცია

სტატიაშია განხილულია სარა კეინის პიესა „განწმენდილნის“  დეტალური ანალიზი და ჯორჯ ორუელის „1984“-ის გავლენა და ინტერპრეტაცია პიესაში.

სარა კეინი იყო პირველი დრამატურგი, რომელმაც გარდამტეხი ცვლილება მოახდინა 90-იანი წლების ბრიტანულ თეატრში და სათავე დაუდო ახალ მიმდინარეობას, რომელსაც ალექს სიერზი „In-yer- face theatre” -ს ანუ სახეში მოხლილ თეატრს უწოდებს.

მისი განმარტებით, ასეთი თეატრის ყველაზე გავრცელებული დეფინიცია შემდეგნაირია : “In-yer-face theatre is any drama that takes the audience by the scruff of the neck and shakes it until it gets the message” ( Sierz 4: 2001)

ასეთი თეატრის პირვანდელი დანიშნულება სენსაციის გამოწვევაა.  სახეში მოხლილი თეატრი მაყურებელსაც და მასში მონაწილე მსახიობებსაც აიძულებს კონვენციური, მანამდე არსებული ნორმებიდან გადახვევას, რადიკალურად განსხვავებული გამოხატვის ფორმების საშუალებით მაყურებელში აღელვების და დისკომფორტის გამოწვევას.

პიესის შინაარსი შესაძლოა პროვოკაციული იყოს მისი ღია და შეულამაზებელი ენის, ასევე გამოხატვის სცენური ფორმების გამო, თუმცა მისი სიძლიერე მის არატრადიციულ ფორმაზეცაა დამოკიდებული. რამდენადაც პიესა შორდება ნატურალიზმის ნორმებს და სამ აქტიანი აღარ არის, იმდენად რთული ხდება მაყურებლისთვის მისი მიღება და აღქმა. მაყურებლისთვის გაცილებით ადვილია მიიღოს ესა თუ ის შოკისმომგვრელი ამბავი მაშინ, როცა ის ტრადიციული თეატრალური ნორმების დაცვით მიეწოდება. ყვეალაფერი გაცილებით რთულადაა თუ ეს ყველაფერი ექსპერიმენტულ და განსხვავებულ ფორმას იღებს.

ასეთი პიესაა კეინის „განწმენდილნი“, რომლის პრემიერაც 1998 წელს ინგლისში შედგა, რითიც ერთგვარად მისი დაბრუნება აღინიშნა არა მხოლოდ როიალ ქორთში, არამედ ახლა უკვე მის მთავარ სცენაზე და ამჯერად თეატრის რეგულარულ  რეპერტუარში.

როგორც დევიდ გრეგი აღნიშნავს, მისი პიესების სრული კრებულის წინასიტყვაობაში, „განწმენდილნი“ ის პიესაა, რომელმაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ნატურალიზმიდან მიმავალ გზაზე.( Greig 3: 2001)  კეინმა პიესას მთლიანად ჩამოაშორა განმარტებითი თხრობა და დიალოგები და აუდიტორიას მხოლოდ  მინიმალისტური, პოეტური დიალოგები და მხატვრული სახეები წარუდგინა.

პიესის მოქმედება  დახურულ სივრცეში ხდება, რომელიც ადრე უნივერსიტეტი იყო  და ახლა პიესის ერთ-ერთი მთავარი გმირი ტინკერი, ექსპერიმენტებს ატარებს ადამიანებზე.

პიესის დანაწევრებული და ეპიზოდური სტრუქტურა კეინმა გეორგ ბიუხნერის „ვოიცეკიდან“ აიღო რომელიც თავადვე დადგა 1997 წელს. „განწმენდილნში“ ამბავი და სიუჟეტი ერთმანეთისგან განცალკევებულია.

პიესაში  წყვილების და მათი სიყვარულის ამბავია მოთხრობილი, ასეთები არიან მაგალითად იდენტური ტყუპები გრეისი და გრემი, კარლი და როდი, გრეისი და რობინი, ტინკერი და სტრიპტიზიორი ქალი, ტინკერი და გრეისი, ყველა მათგანის ურთიერთობა ცხადია განწირული და შეუმდგარია. თუმცაღა უნდა აღინიშნოს რომ  პიესის მთავარი თემა სწორედ სიყვარულია და ის, თუ რისი ატანა და გაძლება შეუძლია ადამიანს, თუ მას ნამდვილად უყვარს.

გარდა იმისა, რომ ტინკერი დიდი ძმის როლში გვევლინება, რომელიც ყველაფერს ხედავს, “Tinker is watching “ პიესაში რომანის პირდაპირი ალუზიაა კარლის სიტყვები: “ Carl -  Not me please not me don’t kill me Rod not me don’t kill me ROD NOT ME ROD NOT ME.” (Kane 2001: 117 ).

შეიძლება ჩავთვალოთ,  რომ კეინი ორუელის მსგავსად მინიმალისტურ მიკრო სამყაროს ქმნის, სადაც წესები და კანონები, იმისთვისაა შექმნილი რომ ადამიანები უკიდურესად დაიტანჯონ და სიხარულის და სიყვარულის გრძნობა და უნარი აღარ შერჩეთ.

ავტორის ბიოგრაფია

  • თათია სიბაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    დოქტორანტი

text

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-28

გამოცემა

სექცია

სტატიები